"ეკონომიკა კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ას ემ­სხვერ­პლა"

"ეკონომიკა კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ას ემ­სხვერ­პლა"

ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა­ზე სა­უბ­რი­სას ორი ურ­თი­ერ­თსა­პი­რის­პი­რო მო­საზ­რე­ბა იკ­ვე­თე­ბა: "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" და მი­სი მომ­ხრე­ე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ეკო­ნო­მი­კა­ში უკი­დუ­რე­სად მძი­მე ვი­თა­რე­ბა­ა, ახა­ლი მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა ნე­ლა, მაგ­რამ სტა­ბი­ლუ­რად ვი­თარ­დე­ბა. სწო­რედ ამ პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ ვთხო­ვეთ კო­მენ­ტა­რი­ ა­კა­დე­მი­კოს ლა­დო პა­პა­ვას:

- შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ ქვე­ყა­ნა­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი არ არის, მაგ­რამ ვი­თა­რე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი­ა. თუნ­დაც იმი­ტომ, რომ 2012 წლის დე­კემ­ბერ­ში ეკო­ნო­მი­კის ვარ­დნა და­ფიქ­სირ­და, მაგ­რამ ერ­თთვი­ა­ნი ვარ­დნა ეკო­ნო­მის­ტე­ბი­სათ­ვის სუ­ლაც არ ნიშ­ნავს კრი­ზისს, კრი­ზი­სად ით­ვლე­ბა სი­ტუ­ა­ცი­ა, რო­დე­საც ვარ­დნას ად­გი­ლი აქვს უწყ­ვე­ტად, სულ ცო­ტა, ორი კვარ­ტლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ასე­თი რამ ღვთის მად­ლით, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ აღ­ნიშ­ნუ­ლა. თუმ­ცა, ზრდის ტემ­პე­ბი მარ­თლაც შემ­ცი­რე­ბუ­ლი­ა: მა­გა­ლი­თად, მარ­ტში ზრდის ტემ­პი იყო 0,2 პრო­ცენ­ტი, რაც შე­საძ­ლოა ცდო­მი­ლე­ბაც იყო და არა­ნა­ირ ზრდა არ ყო­ფი­ლა. ასე რომ, ქარ­თულ ეკო­ნო­მი­კა­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია სუ­ლაც არ არის მარ­ტი­ვი, თუმ­ცა ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში კი­დევ ერ­თი პრობ­ლე­მა იკ­ვე­თე­ბა. საქ­მე ის გახ­ლავთ, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლებს", გან­სა­კუთ­რე­ბით კი ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვილს, მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა არა აქვთ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" სტა­ტის­ტი­კა­ზე დაყ­რდნო­ბით აკ­რი­ტი­კონ, რად­გან სწო­რედ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" გა­ა­კე­თა ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ნი სტა­ტის­ტი­კის და­სან­გრე­ვად: სტა­ტის­ტი­კის დე­პარ­ტა­მენტს წა­არ­თვეს და­ფი­ნან­სე­ბა, გა­უ­უქ­მეს შტა­ტე­ბი და რე­გი­ო­ნუ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბე­ბი და­ა­სუს­ტეს, შე­მ­დეგ კი წყნეთ­ში გა­და­ის­რო­ლეს. შე­გახ­სე­ნებთ 2012 წლის ივ­ლისს, რო­დე­საც ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლი პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრი გახ­და და ყვე­ლას გა­სა­გო­ნად თქვა, რომ მას სტა­ტის­ტი­კა სა­ერ­თოდ არ აინ­ტე­რე­სებს. გა­გი­გი­ათ, რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში პრე­მი­ერ­-მი­ნისტრს სტა­ტის­ტი­კა არ აინ­ტე­რე­სებ­დეს? - ეს კი­დევ ერ­თი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი" კუ­რი­ო­ზი­ა, მაგ­რამ რო­გორც კი ოპო­ზი­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა, მა­შინ­ვე და­იწყო მთავ­რო­ბის კრი­ტი­კა სტა­ტის­ტი­კურ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით. აქე­და­ნაც კარ­გად ჩანს, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" არ არის სე­რი­ო­ზუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა, თა­ნაც ამ პარ­ტი­ა­ში მო­წი­ნა­ვე პოს­ტებ­ზე ჯერ კი­დევ "მოღ­ვა­წე­ო­ბენ" კრი­მი­ნა­ლე­ბი, მე მათ ოპო­ზი­ცი­ურ ძა­ლად ვერ აღ­ვიქ­ვამ, ამი­ტომ არც მათ შე­ფა­სე­ბებს ვუ­წევ ან­გა­რიშს. ჩვენს სტა­ტის­ტი­კას კი მარ­თლაც სჭირ­დე­ბა მი­ხედ­ვა და ყუ­რადღ­ე­ბა მთავ­რო­ბის მხრი­დან. მარ­თა­ლი­ა, ფი­ნან­სთა სა­მი­ნის­ტროს ეგი­დით ერ­თი შეხ­ვედ­რა კი გა­ი­მარ­თა ექ­სპერ­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, სა­დაც სტა­ტის­ტი­კის პრობ­ლე­მებ­ზე ვიმ­სჯე­ლეთ, მაგ­რამ ეს საკ­მა­რი­სი არ არის.

- ახ­ლა რაც შე­ე­ხე­ბა ქვეყ­ნის ეკო­­ნო­მი­კა­ში შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ას.­..

- სამ­წუ­ხა­რო­ა, მაგ­რამ ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კა აღ­მოჩ­ნდა პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნა­არ­სე­ბო­ბის, ე.წ. კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ის მსხვერ­პლი. არ მინ­და გა­მო­ვი­ყე­ნო ეს გა­უ­გე­ბა­რი სიტყ­ვა, მაგ­რამ ფაქ­ტი­ა, რომ სწო­რედ ამ პრო­ცესს ეწი­რე­ბა ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კაც: თუნ­დაც ის, რომ პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნაცხ­ა­და, ოპო­ზი­ცი­ა­ში ვა­რო და ყვე­ლა­ნა­ი­რად უშ­ლის ხელს ახა­ლი მთავ­რო­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას. თუნ­დაც ის, თუ რო­გორ ჭი­ა­ნურ­დე­ბა ჩვე­ნი ელ­ჩე­ბის და­ნიშ­ვნა, მეტყ­ვე­ლებს, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნა­არ­სე­ბო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ სიტყ­ვი­ერ დო­ნე­ზე ხერ­ხდე­ბა და ეს ორი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა უნი­სონ­ში უფ­რო კარ­გად "მუ­შა­ობს". ბუ­ნებ­რი­ვი­ა, რომ ამ პი­რო­ბებ­ში ბიზ­ნე­სი სუ­ლაც არ ჩქა­რობს გა­აქ­ტი­უ­რე­ბას. ცალ­კე პრობ­ლე­მე­ბი აქვს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას", გან­სა­კუთ­რე­ბით სა­კად­რო პო­ლი­ტი­კა­ში: თით­ქმის ყვე­ლა უწყ­ე­ბა­ში ძვე­ლი კად­რე­ბია შე­მორ­ჩე­ნი­ლი - ეს ის კად­რე­ბი­ა, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აფერ­ხებ­დნენ ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კის წინ­სვლა­საც და ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ა­საც. არ მეს­მის, ამ ხალხს, რო­მე­ლიც არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რია და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელს უშ­ლი­და ყო­ველ­გვარ გან­ვი­თა­რე­ბას, ახ­ლა რა­ტომ ენ­დო­ბი­ან? ახა­ლი მი­ნის­ტრე­ბი რა­ტომ არ ცვლი­ან ასეთ კად­რებს, რა­ტომ არ ატა­რე­ბენ ატეს­ტა­ცი­ას, ან რა­ტომ არ სურთ ახა­ლი კად­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნა, რომ­ლე­ბიც გა­ცი­ლე­ბით მეტს შეძ­ლებ­დნენ, თუ ქვეყ­ნის სამ­სა­ხურ­ში უფ­რო აქ­ტი­უ­რად ჩად­გე­ბოდ­ნენ? ამ და სხვა მი­ზე­ზე­ბის გა­მო მე ძა­ლი­ან მი­ჭირს თქმა, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა­ში რა­ღაც სა­სი­კე­თო ხდე­ბა. ის ხალ­ხი, რო­მე­ლიც დღეს ამ სფე­რო­შია და­კა­ვე­ბუ­ლი, ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კი­სათ­ვის სა­სი­კე­თოს არა­ფერს აკე­თებს, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" კი მათ არ ცვლის, რა­ტომ? - ეს ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რი­ა.

- თქვენ ამ­ბობთ, რომ ქვე­ყა­ნა­ში ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სა­კითხ­ე­ბიც მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი­ა.

- სამ­წუ­ხა­როდ, ასე­ა. "პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი" არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ შეხ­ვდა ბიზ­ნეს­მე­ნებს და უთხ­რა - თა­ვი­სუფ­ლე­ბი ხართ, თქვენს ბიზ­ნეს­ში არა­ვინ ჩა­ე­რე­ვა­ო. ეს ძა­ლი­ან კარ­გი­ა, მაგ­რამ საკ­მა­რი­სი არ არის. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მე­ფე ხომ არ არის, რომ მის სიტყ­ვას მე­ფის სიტყ­ვის ძა­ლა ჰქონ­დეს? სად არის კა­ნო­ნი ან­ტი­მო­ნო­პო­ლი­უ­რი რე­გუ­ლი­რე­ბის შე­სა­ხებ? რო­გორც ვი­ცი, კა­ნონ­პრო­ექ­ტი თე­ბერ­ვალ­ში უკ­ვე მზად იყო, მაგ­რამ რა­ტომ ჭი­ა­ნურ­დე­ბა მი­სი გა­დაგ­ზავ­ნა ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­დან პარ­ლა­მენ­ტში? ით­ქვა, რომ შე­მოდ­გო­მა­ზე მი­ი­ღე­ბენ, მაგ­რამ შე­მოდ­გო­მა­ზე პარ­ლა­მენ­ტში არ­და­დე­გე­ბი იქ­ნე­ბა, რად­გან საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­ა, ანუ 2013 წლის ბო­ლომ­დე ქვე­ყა­ნა კვლავ ან­ტი­მო­ნო­პო­ლი­უ­რი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გა­რე­შე იქ­ნე­ბა და რა გა­მო­ვი­და, ყვე­ლა­ფე­რი პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრის კე­თილ სიტყ­ვა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი? რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში ან­ტი­მო­ნო­პო­ლი­უ­რი რე­გუ­ლი­რე­ბა არ არ­სე­ბობს, ეს ყვე­ლა­სათ­ვის ცუ­დი­ა. ამას ემა­ტე­ბა ბუნ­დო­ვა­ნი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი, რომ­ლე­ბიც სუ­ლაც არ იძ­ლე­ვა იმე­დის­მომ­ცემ აღ­ქმას ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა­ში არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე: ჯერ იყო და, პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრმა ეჭ­ვი შე­ი­ტა­ნა ყარ­სი­-ა­ხალ­ქა­ლა­ქის რკი­ნიგ­ზის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ში, მე­რე - მო­ი­წო­ნა, ჯერ თქვა, რომ უნ­და გა­იხ­სნას ტრან­სკავ­კა­სი­უ­რი რკი­ნიგ­ზა, მე­რე კი თქვა, რომ ამ სა­კითხს სე­რი­ო­ზუ­ლი შეს­წავ­ლა სჭირ­დე­ბა; ჯერ მო­ი­წო­ნა სომ­ხე­თის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა, კრი­ტი­კის შემ­დეგ კი თქვა - კარ­გად ვერ გა­მი­გე­თო. ამ­გვა­რი, ხში­რად ურ­თი­ერ­თგა­მომ­რიცხ­ა­ვი გან­ცხა­დე­ბე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას ძა­ლი­ან აბ­ნევს. შრო­მის კო­დექ­სის ირ­გვლივ რა ხდე­ბა? - ჯერ გაცხ­ად­და, რომ შრო­მის კო­დექ­სის ის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ მო­ამ­ზა­და, თურ­მე რო­ზა ლუქ­სემ­ბურ­გის ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბა ყო­ფი­ლა, ანუ მთავ­რო­ბამ თვი­თონ­ვე გა­აკ­რი­ტი­კა თა­ვის მი­ერ­ვე მომ­ზა­დე­ბუ­ლი კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტმა პირ­ვე­ლი­ვე მოს­მე­ნით მი­ი­ღო. ასე­თი ბუნ­დო­ვა­ნი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი ბიზ­ნესს აბ­ნევს და მა­ნაც აღარ იცის, რა აკე­თოს, შე­სა­ბა­მი­სად, ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის ტემ­პი ქვე­ყა­ნა­ში შე­ფერ­ხე­ბუ­ლი­ა.

- თქვენ სა­ში­ნაო პრობ­ლე­მე­ბი ჩა­მოთ­ვა­ლეთ, მაგ­რამ ამას ემა­ტე­ბა სა­გა­რეო ფაქ­ტო­რიც - თბი­ლი­სი­დან რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რში რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა დგას, რაც ბიზ­ნესს ნამ­დვი­ლად არ უქ­მნის სტა­ბი­ლუ­რო­ბის გან­ცდას.

- დი­ახ, არ მთავ­რდე­ბა საფ­რთხის შემ­ცვე­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა მოს­კოვ­სა და თბი­ლისს შო­რის და ბუ­ნებ­რი­ვი­ა, ბიზ­ნე­სიც ფრთხი­ლობს. ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ის 20 პრო­ცენ­ტი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი­ა, საფ­რთხე არის რო­გორც და­სავ­ლეთ, ასე­ვე აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­შიც. მარ­თა­ლი­ა, მე არ მი­მაჩ­ნი­ა, რომ რუ­სე­ბი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან ოპე­რა­ცი­ას და­იწყ­ე­ბენ, მაგ­რამ საფ­რთხის გან­ცდას მა­ინც ქმნი­ან. ბიზ­ნე­სი კი, რო­გორც წე­სი, და­ძა­ბუ­ლო­ბას უფ­რთხის. სულ ახ­ლა­ხან გად­მოს­წი­ეს საზღ­ვა­რი და პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრმა გულ­წრფე­ლად აღი­ა­რა, რომ ის მოს­კო­ვი­დან ამას არ ელო­და, მაგ­რამ ფაქ­ტი­ა, რომ ასე მოხ­და. თუმ­ცა, აქ­ვე უნ­და ით­ქვას, რომ იკ­ვე­თე­ბა სა­სი­კე­თო ტენ­დენ­ცი­აც - თუ რუ­სუ­ლი ბა­ზა­რი გა­იხ­სნე­ბა, ეს ხელს შე­უწყ­ობს ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ექ­სპორ­ტის ზრდას, რაც ძა­ლი­ან კარ­გი­ა. მარ­თა­ლი­ა, ეს პრო­ცე­სი ნე­ლა მი­დის, მაგ­რამ რაც უნ­და იყოს, რუ­სუ­ლი ბაზ­რის გახ­სნას წინ­გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯად მი­ვიჩ­ნევ და ვფიქ­რობ, რომ ეს და­დე­ბი­თი პრო­ცე­სი­ა.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ