კატებმა ტაივანის სოფელი მოსახლეობისგან დაცლას გადაარჩინეს

კატებმა ტაივანის სოფელი მოსახლეობისგან დაცლას გადაარჩინეს

ტაივანის სოფელი ჰოუტონი კატებმა მოსახლეობისგან დაცლას გადაარჩინეს.

1970-იან წლებში ჰოუტონი ქვანახშირის მოპოვების მხრივ ტაივანის ერთ-ერთ მოწინავე ტერიტორიულ ერთეულად მიიჩნეოდა, თუმცა ნავთობმა და ელექტროენერგიამ მას თანდათან მოწინავე ეკონომიკური პოზიციების დათმობა აიძულა. მოსახლეობას შემოსავლის ძირითადი წარო ხელიდან გამოეცალა და ისინი იძულებულნი გახდნენ საცხოვრებლად სხვა ადგილების ძებნა დაეწყოთ. მატარებლების უმეტესობა ჰოუტონის სადგურში არც კი ჩერდებოდა. სოფელი ნელ-ნელა იცლებოდა. ადგილზე მხოლოდ რამდენიმე ასეული მაცხოვრებელი დარჩა, რომლებსაც ყოველდღიურად თავის გატანა უჭირდათ.

2008 წელს ამ მთიან სოფელს ერთი ტურისტი ეწვია, რომელიც გაოცებული დარჩა, როდესაც

სოფელში მობინადრე უამრავი კატა აღმოაჩინა. ტურისტმა კატების ფოტოები ინტერნეტში განათავსა. სურათებმა სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობა მოიპოვა. ჰოუტონში სტუმრობით ამ შინაური ცხოველის მოყვარული მრავალი ტურისტი დაინტერესდა. მალე ჰოუტონს "კატების სოფელიც" უწოდეს.

ამჟამად იქ ასობით გარეული კატა ბინადრობს, ხოლო ტურისტების ნაკადი არ წყდება. ტურიზმი სოფლის მოსახლეობის მთავარ და, რაც მთავარია, სარფიან შემოსავლის წყაროდ იქცა. ჰოუტონში გაიხსნა სპეციალური მაღაზიები, სადაც კატების აქსესუარები, საკვები და ცხოველებისთვის საჭირო სხვა ნივთები იყიდება.

ადგილობრივი მოსახლეობა ცხოველებს ყველანაირ კომფორტს უქმნის. მოხალისეთა გუნდი კატების სამედიცინო დახმარებას და კვებას უზრუნველყოფს. მოსახლეობის ერთმა ნაწილმა კატებს სახლებიც აუშენა, სადაც ცხოველებს კომფორტულად დასვენების და ძილის საშუალება აქვთ.

იმისათვის, რომ ტურისტებს ჰოუტონის მიგნება გაუადვილდეთ, მოსახლეობამ სოფლის შესასვლელში კატის ყურების, ხოლო სოფლის ბოლოში კუდის ფორმის უზარმაზარი კონსტრუქციები დაამონტაჟა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს