სოფლის მეურნეობის ვაუჩერების მოთხოვნით მოსახლეობამ გზა გადაკეტა

სოფლის მეურნეობის ვაუჩერების მოთხოვნით მოსახლეობამ გზა გადაკეტა

სენაკის რაიონის სოფელ ზემო კოტიანეთის მოსახლეობამ დღეს, 16 ივნისს გზა გადაკეტა. აქციის მონაწილეების განცხადებით, სოფლის მოსახლეობის დაახლოებით 80%-სთვის სოფლის მეურნეობის ვაუჩერები არ დაურიგებიათ. ისინი ვაუჩერების დროულად გაცემას ითხოვენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სენაკის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი შეხვდა. მისი განცხადებით, ხელნაწერ სიებში ამ ადამიანების მონაცემები შეყვანილი იყო, თუმცა, ელექტრონულ სიაში მათი შეყვანა არ მომხდარა და ამ შემთხვევაში აუცილებელია ცენტრალური ხელისუფლების დახმარება.

"ინტერპრესნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა