თამარ ჩერგოლეიშვილი - "რა არის The Washigton Post-ის სარედაქციო წერილი?"

თამარ ჩერგოლეიშვილი - "რა არის The Washigton Post-ის სარედაქციო წერილი?"

ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პრემიერ-მინისტრს უხსნის, თუ რას ნიშნავს The Washigton Post-ის სარედაქციო წერილი.

"სულ მინდოდა დამეწერა რა არის The Washigton Post-ის სარედაქციო წერილი და ვერ მოვიცალე. ახლა დავწერ.

ცხადია, პირველ რიგში ეხება ბ-ნ პრემიერ მინისტრს, რომელსაც სჯერა, რომ ბოკერია აწერინებს ამ გაზეთს სარედაქციო პოზიციას.

ასევე ეხება ქ-ნ საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელსაც სარედაქციო პოზიცია და ერთი ჟურნალისტის მიერ დაწერილი სტატია ერთი და იგივე ჰგონია.

ასევე ეხება ბ-ნ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც "პირდაპირ" ამბობს, რომ მსოფლიოს წამყვან გამოცემაში სარედაქციო პოზიციის დაკვეთა შესაძლებელია და ეს წერილი დაკვეთილი იყო.

ასევე ეხება ყველა იმ ადამიანს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტს პოზიცია არ უნდა გააჩნდეს.

სარედაქციო პოზიცია წარმოადგენს The Washington Post-ის, როგორც ინსტიტუტის ხედვას, რომლის გამომუშავებაც ხდება სარედაქციო კოლეგიის წევრთა დისკუსიის შედეგად. The Washington Post-ის სარედაქციო საბჭოში შედიან: სარედაქციო პოზიციის გვერდის რედაქტორი, ფრედ ჰაიატი, სარედაქციო პოზიციის გვერდის რედაქტორის მოადგილე ჯექსონ დილი, განათლების და ოლქის საკითხთა სპეციალისტი ჯო-ან არმაო, ნაციონალური პოლიტიკის სპეციალისტი ჯონათან კეიპჰარტი, პოლიტიკური მიმომხილველი ლი ჰოკსტეიდერი, ეკონომიკური პოლიტიკის, ვაჭრობისა და გლობალიზაციის სპეციალისტი ჩარლს ლეინი, ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და საჯარო ჯანდაცვის სპეციალისტი სტივენ სტრომბერგი, პოლიტიკური კარიკატურების რედაქტორი ტომ ტოულსი, განსხვავებული აზრის გვერდის რედაქტორი, ოთონ ბრუინგტონი, თვალსაზრისის გვერდის რედაქტორი მარისა ბელაკი, წერილების რედაქტორი მაიკლ ლარაბი.

სარედაქციო კოლეგია მსჯელობის შედეგად ირჩევს თემას, რომელსაც მნიშვნელოვნად მიიჩნევს და აქტუალურია და მას პასუხობს. ახალი ამბების რეპორტიორები და რედაქტორები არასოდეს იღებენ მონაწილეობას კოლეგიის დისკუსიებში. ისევე როგორც კოლეგიის წევრები არ იღებენ მონაწილეობას ახალი ამბების გაშუქებაში.

The Washington Post - არის გამოცემა, რომელსაც გაღვიძებისთანავე ეცნობა ამერიკის პოლიტიკური ელიტა. დაწყებული პრეზიდენტით, სენატორებით და კონგრესმენებით, გაგრძელებული თეთრი სახლის და ყველა სამთავრობო უწყების რიგითი თანამშრომლებით, დასრულებული წამყვანი think-thank-ებით და არასამთავრობო ორგანიზაციებით.

საქართველოს ახალი მთავრობის ლოგიკით, გამოდის, რომ ერთი პატარა ქვეყნის ოპოზიციაში მყოფ უშიშროების საბჭოს მდივანს, შეუძლია მოისყიდოს, ან "ცალმხრივი ზეგავლენა" მოახდინოს სარედაქციო კოლეგიაში შემავალ 10 ადამიანზე და მისი კარნახით წერონ The Washigton Post-ის, როგორც ინსტიტუტის პოზიციები.

ივანიშვილის შემთხვევაში ეს გასაგებია, მისთვის ფული ჯოჯოხეთს ანათებს და გარკვეულწილად ამის საფუძველი აქვს - რომ არა ფული, საქართველოს პრემიერ-მინისტრობას ის ველურ სიზმარშიც ვერ ნახავდა. ცხადია არც იმის მტკიცება არ შეიძლება, რომ ერთ ჟურნალისტს ვერ მოისყიდი ან გავლენის ქვეშ ვერ მოაქცევ. მაგრამ სარედაქციო პოზიცია არ არის ერთი ჟურნალისტის პოზიცია - ეს არის ინსტიტუტის პოზიცია.

შინაგან საქმეთა მინისტრის მდგომარეობაც გასაგებია - ივანიშვილის პაჟია და რასაც ის უბრძანებს იმას იმეორებს.

მაგრამ ქალბატონ მაიას ვურჩევდი ეფრთხილა - როდის მოიშორებს თავიდან ივანიშვილი არავინ იცის და თუ კარიერის დასრულებას არ გეგმავს, შავი ლაქების მინიმიზაციას უნდა შეეცადოს", - წერს ჩერგოლეიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს