ავსტრიელმა ლგბტ-ებმა ქართველი სასულიერო პირი გააშარჟეს

ავსტრიელმა ლგბტ-ებმა ქართველი სასულიერო პირი გააშარჟეს

სოციალურ ქსელში ვენაში გამართულ ლგბტ-ების მხარდასაჭერ აქციაზე გადაღებული ფოტო გავრცელდა, რომელზეც აქციის ერთ-ერთი მონაწილე ქართველი სასულიერი პირის სამოსელშია გამოწყობილი და ხელში ცისარტყელას ფერებში შეღებილი "ტაბურეტკა" უჭირავს. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, მომიტინგე ქართველია. იგი ზურგზე გაკეთებული წარწერით, აქციის მონაწილეებს საქართველოში მცხოვრები ყველა ლგბტ-ს მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა.

ავსტრიელი აქტივისტის შთაგონების წყაროდ 17 მაისის აქციის მონაწილე ქართველი სასულიერო პირი გახდა, რომელიც აქციის დანარჩენ მონაწილეებთან ერთად თავისუფლების მოედანზე ”ტაბურეტკით” ხელში გარბოდა.

17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს თავისუფლების მოედანზე არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობის” მიერ ორგანიზებული აქცია უნდა გამართულიყო. თუმცა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა სასულიერო პირებმა და ათასობით მოქალაქემ მათ ამ აქციის გამართვის საშუალება არ მისცეს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს