რატომ თქვა უარი სახელმწიფომ სამცხე-ჯავახელი სტუდენტების სწავლის დაფინანსებაზე?

რატომ თქვა უარი სახელმწიფომ სამცხე-ჯავახელი სტუდენტების სწავლის დაფინანსებაზე?

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ის 10 სტუდენტი, რომელთა ოჯახებიც გასული წლის ივლისში სეტყვამ დააზარალა, სწავლის ღირებულების დაფარვას სახელმწიფოსგან სასწავლო წლის ბოლომდე ელოდა. 5 ივნისს კი შეიტყვეს, რომ მთავრობა მათ დახმარებას არ აპირებს და თითოეულმა მათგანმა სწავლის საფასური თავად უნდა გადაიხადოს. სახელმწიფოს დახმარების იმედად დარჩენილ ახალგაზრდებს სტუდენტის სტატუსი შეუჩერდათ და შესაძლოა, შეუწყდეთ კიდეც, რადგან უმრავლესობას სწავლის საფასურის გადახდის საშუალება არ აქვს და უნივერსიტეტის მიტოვების საფრთხის წინაშეა.

რეგიონში სტიქიით დაზარალებული ოჯახიდან, სხვადასხვა უნივერსიტეტში 32 სტუდენტი სწავლობს და დაფინანსებაზე ყველამ უარი მიიღო. სახელმწიფომ მხოლოდ იმ სტუდენტებისთვის გამოყო თანხა, რომლებიც კახეთიდან არიან, ასეთი სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში 5 სტუდენტია. "რატომ დააფინანსეს კახელები და ჩვენ არა?! იმიტომ ხომ არა, რომ საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მიიღო "ქართულმა ოცნებამ" სამცხე-ჯავახეთიდან?", - კითხულობენ სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები სტუდენტები.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა