"მის ამერიკა 2013" 25 წლის ბუღალტერი გახდა

"მის ამერიკა 2013" 25 წლის ბუღალტერი გახდა

ლას-ვეგასში ამერიკის ყველაზე ლამაზი გოგონა აირჩიეს. ყოველწლიური კონკურსის "მის ამერიკას" 2013 წლის გამარჯვებული 25 წლის ერინ ბრედია. ერინი წარმოშობით კონექტიკუტიდანაა და პროფესიით ბუღალტერია.

კონკურსში, რომლის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი მილიარდერი დონალდ ტრამპია, მონაწილეობა ამერიკის ყველა შტატის ლამაზმანმა მიიღო. მაგრამ ჟიური ყველაზე მეტად ერინმა მოხიბლა.

"მის ამერიკა 2013"-ს პრიზის სახით გვირგვინი, ნიუ-იორკის ცეტრში აპარტამენტები (1 წლით), პიარ-ჯგუფის მომსახურების მიღებისა და ნიუ-იორკის კინოხელოვნების აკადემიაში 2 წლიანი სწავლების უფლება გადაეცა.

გარდა ამისა, კონკურსის პირობების თანახმად, გოგონამ 1 წლის განმავლობაში უნდა იმოგზაუროს საკუთარ ქვეყანაში და მკერდის და საკვერცხეების კიბოსგან დაცვის პროპაგანდაში მიიღოს მონაწილეობა.

ერინი 2013 წლის 9 ნოემბერს მონაწილეობას მიიღებს "მის სამყარო 2013"-ში, რომელიც მოსკოვში გაიმართება. მის სამყაროს გვირგვინის მოსაპოვებლად მსოფლიოს 90 ქვეყნის ლამაზმანი იბრძოლებს.

იხილეთ ვიდეო: "მის ამერიკა 2013" 25 წლის ბუღალტერი გახდა

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს