10 ივნისის სტიქიის შედეგად, მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის მიყენებულმა ინფრასტრუქტურულმა ზარალმა 4 მილიონი ლარი შეადგინა. 75 000 ლარით დაზარალდა დუშეთის რაიონიც. ძლიერი წვიმის შედეგად ხიდები და გზები მწყობრიდან გამოვიდა, თუმცა მოსავალი მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა.
დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების გამგებლები აცხადებენ, რომ ინფრასტრუქტურული ზარალის მონაცემები, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უკვე უკვე გადაუგზავნეს.მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი