ქუთაისის მერს სამსახურის უფროსები აქციით დაემუქრნენ?

ქუთაისის მერს სამსახურის უფროსები აქციით დაემუქრნენ?

ქუთაისის მერს, დიმიტრი კოპალინს თანამშრომლები გათავისუფლების შემთხვევაში აქციით დაემუქრნენ. როგორც ცნობილი ხდება, ქალაქის მერისა და სამსახურების უფროსების გუშინ გამართული თათბირი, მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის საკითხს შეეხებოდა. სწორედ ამ თათბირზე "ურჩიეს" სამსახურის უფროსებმა დიმიტრი კოპალიანს, რეორგანიზაციის დოკუმენტისთვის ხელი არ მოეწერა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათავისუფლებულები აქციას გამართავენ.

ქუთაისის მერი სამსახურის უფროსებთან შეხვედრას ადასტურებს, თუმცა განმარტავს, რომ ისინი არ დამუქრებიან. "ასეთი ტონით საუბარი არ ყოფილა. უბრალოდ, ისინი დაინტერესდნენ, სამსახურიდან გათავისუფლება მასშტბური იქნებოდა თუ არა", - ამბობს დიმიტრი კოპალიანი.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა