სკოლის დირექტორები კასპის რესურსცენტრში უშიშროებამ დაიბარა

სკოლის დირექტორები კასპის რესურსცენტრში უშიშროებამ დაიბარა

საჯარო სკოლებში ჩატარებული სამეურვეო საბჭოს არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის კასპის განყოფილების უფროსმა, გიორგი გერმისაშვილმა საჯარო სკოლების დირექტორები კასპის რესურსცენტრის უფროსის, დავით ზანგურის კაბინეტში დაიბარა. ამის შესახებ კასპის მე-3 და მე-4 საჯარო სკოლების დირექტორებმა განაცხადეს. ისინი უშიშროების წარმომადგენელთან დაბარებას "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში არსებულ სიტუაციას ადარებენ.

აღნიშნულ ფაქტი კასპის გამგებლის, ოლეგ იაძისთვის მიუღებელია. მისი თქმით, ყოფილი "კუდის" უფროსი გერმისაშვილი ძველ მეთოდებს იყენებს და დირექტორებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას აგრძელებს. "ერთ დროს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელ დავით ზანგურს რეკომენდაცია "ქართული ოცნებიდან" გაუწიეს. მე ამ ამბავს ბოლომდე მივყვები. ნურავინ ფიქრობს, რომ მსგავსი სახის ზეწოლებით ჩვენს ხელისუფლებას სიკეთეს უკეთებს. ეს უფრო ცუდია ჩვენი მთავრობისთვის და მისი ლიდერისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ კასპში პროცესები დემოკრატიულად მიმდინარეობდეს. გიორგი გერმისაშვილს ჯერ კაბინეტიც არა აქვს კასპში და ვერც ეღირსება", - აცხადებს ოლეგ იაძე.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა