"თავისუფლება ვანო მერაბიშვილს!"

"თავისუფლება ვანო მერაბიშვილს!"

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე პატიმრობაში მყოფი ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერი ბილბორდის ფოტო გავრცელდა. ბილბორდზე ვანო მერაბიშვილის გამოსახულებას ასეთი წარწერა ამშვენებს: "თავისუფლება ვანო მერაბიშვილს!"

ყოფილი პრემიერი და შს მინისტრი 21 მაისს დააკავეს. მას ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებებში უფლებამოსილების გადამეტება, ამომრჩევლის მოსყიდვა, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა და სხვისი საკუთრების უკანონოდ მითვისება. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მერაბიშვილს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს