მეჯვრისხევის მოსახლეობა -"სხვა გამგებელს კარებს ავუჭედავთ"

მეჯვრისხევის მოსახლეობა -"სხვა გამგებელს კარებს ავუჭედავთ"

სოფელ მეჯვრისხევის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს, ტარიელ გურგენიძეს, რომელიც ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს, გორის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გამგებლის დაპატიმრებას მეჯვრისხევის მოსახლეობა აპროტესტებს. ისინი გურგენიძის გათავისუფლებას და სამსახურში დაბრუნებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევებში, აქციებით და სოფლის ტერიტორიული ორგანოს შენობის კარის აჭედვით იმუქრებიან.

"თუ არ გაათავისუფლებენ და არ დაგვიბრუნებენ გამგებლად, ახალ გამგებელს კაბინეტში არ შევუშვებთ, კარებს ავჭედავთ", - აცხადებენ ადგილობრივები.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა