ია ფარულავა: "ამდენი სოდომი ამოვიდა ყელში, რამე სხვა გვინდა"

ია ფარულავა: "ამდენი სოდომი ამოვიდა ყელში, რამე სხვა გვინდა"

ია ფარულავა სამეგრელოში სამალავებში აღმოჩენილ სკანდალურ ვიდეომასალას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

"ამ ბოლო დროს ყველა დიდი მოვლენა და ხალხის აღელვება რატომ უკავშირდება სოდომაციას, რა ხდება ამ ნაწილში? ვინმემ ამიხსნას? ახლა ეს ახალი ვიდეობიც... ოღონდ რამე გამოიძიეთ და დასაჯეთ, მიასოდომეთ თუ გნებავთ ბატონო..ჩვენ კი თავი დაგვანებეთ...პური გვინდა და იმისთვის რომ გავჩუმდეთ მაშინ ჩვენი ფარული ჩანაწერებიც გვანახეთ, გექნებთ რამე სადმე", - დაწერა ფარულავამ.

"ხო ამდენი სოდომი ამოვიდა ყელში რამე სხვა გვინდა რა", - აღნიშნავს ტელეწამყვანი.

მოგვიანებით შსს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ კადრები არ გასაჯაროვდება, რაზეც ფარულავამ შემდეგი კომენტარი გააკეთა: "ესე იგი კიდევ ახალი მითები უნდა წამოვიდეს იმაზე თუ რა იყო გადაღებული...არა უშავს დაველოდები ასავალ-დასავალს, ლარი ღირს ხომ".

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში სპეციალური სამალავები აღმოაჩინა, სადაც, ფეთქებად ნივთიერებებთან ერთად, წამებისა და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ამსახველი ვიდეოფირები, ნარკოტიკები და სააკაშვილის ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი პირების მონაცემების შემცველი არქივია ნაპოვნი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს