გოგი გვახარია - უამრავი ჟურნალისტია, ვინც "ძუძუთი" ლევანვასაძისტობს

გოგი გვახარია - უამრავი ჟურნალისტია, ვინც "ძუძუთი" ლევანვასაძისტობს

ხელოვნებათმცოდნე გოგი გვახარია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ბიზნესმენ ლევან ვასაძის პოპულარიზებაში ადანაშაულებს.

"Rustavi 2, ყოველგვარი ქვეტექსტის გარეშე გეკითხებით, ვინ არის ლევან ვასაძე, მაინც და მაინც მას რომ ეკითხებით გიგა ლორთქიფანიძის შემოქმედებაზე აზრს:) თუ, უბრალოდ, შანსი მოგეცათ, კიდევ ერთხელ გვიჩვენოთ და კიდევ უფრო პოპულარული გახადოთ ეს ადამიანი?.. ჩოხების ბიზნესზე რომ იქნება გადაცემა, გასაგებია, რატომ მოიწვევთ... ან თუნდაც, "დასავლეთის საფრთხეზე", "ურჯულოების შეთქმულებაზე"... მაგრამ რა შუაშია თეატრთან და გიგა ლორთქიფანიძესთან?", - წერს გვახარია.

გვახარიას პოსტის პასუხად ერთ-ერთი ინტერნეტ-მომხმარებელი წერს:

"მე კი მგონია მიზანმიმართულად აჩვენებენ ვასაძესაც და სხვა ოდიოზურ პერსონებსაც, ყველამ რომ ნახოს, რა კრეტინები არიან"

კომენტარს ისევ გვახარია პასუხობს: "ვიცით, ვიცით ეგ ტაქტიკა... ასე მოდის "კრეტინი" ხელისუფლებაში. თან სულაც არ ჩანდა კრეტინი, გამართულად იმსჯელა გიგა ლორთქიფანიძეზე და მშვენივრადაც გამოიყურებოდა:)...

პრობლემა ისაა, რომ ქართულ მედიაში უამრავი ჟურნალისტია, ვინც "ძუძუთი" ლევანვასაძისტობს. მათ შორის რუსთავი 2-შიც. უბრალოდ ამას, მრავალი მიზეზის გამო, ხშირად არ აღიარებს".

ცნობილი ქართველი რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე დიდუბის პანთეონში გუშინ დაკრძალეს. რეჟისორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარი ლევან ვასაძეს "რუსთავის 2"-ის ჟურნალისტმა სთხოვა. კომენტარი "კურიერში" გაუშვეს.

იხილეთ ვიდეო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს