იხარჯება თუ არა მიზნობრივად ოზურგეთის სარეზერვო ფონდიდან თანხები?

იხარჯება თუ არა მიზნობრივად ოზურგეთის სარეზერვო ფონდიდან თანხები?

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდი, გასულ წელთან შედარებით, თითქმის ოთხჯერ გაიზარდა. ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე, 2013 წლის 10 მილიონიან ბიუჯეტში სარეზერვო ფონდი თავდაპირველი ვერსიით, 200 000 ლარით განისაზღვრა. მაგრამ 2013 წლის 28 მარტის ბიუჯეტის ცვლილებების შედეგად, 150 000 ლარით შემცირდა და დარჩა მხოლოდ 50 000 ლარი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ 2013 წლის დამტკიცებული სარეზერვო ფონდის ხარჯვის შესახებ 1 მაისის მდგომარეობით, სარეზერვო ფონდიდან გახარჯულია 30 350 ლარი და დარჩენილია - 169 350. ეს ფაქტი საინტერესოა, რადგან ოზურგეთის ბიუჯეტთან დაკავშირებით საკრებულოს ბოლო გადაწყვეტილებით, ამ ფონდიდან მხოლოდ 50 000 ლარი უნდა გაიხარჯოს. ასე რომ, გამგეობის ეს მონაცემები არ ემთხვევა საკრებულოს ოფიციალურ გადაწყვეტილებებს სარეზერვო ფონდის მოცულობასთან დაკავშირებით.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა