ვინ ირჩევს სოფლის პრიორიტეტებს?

ვინ ირჩევს სოფლის პრიორიტეტებს?

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩეთის მოსახლეობა, მთავარ პრობლემად დაზიანებულ გზასა და სანიაღვრე არხებს ასახელებს. თუმცა აღნიშნული საკითხები "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" პრიორიტეტებში ვერც ამჯერად მოხვდა. მოსახლეობის თქმით, გზა წინა წლებში მოიხრეშა, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა და ეს პრობლემა ყველაზე მეტად ზამთარში აწუხებთ. "გზის პრობლემა ძალიან გვაწუხებს. სასაფლაო სოფლიდან ძალიან შორსაა, უგზოობის გამო მიცვალებულის გასვენება გვიჭირს. გაუსაძლის პირობებში ვართ. წვიმის დროს წყალი ეზოებში გვივარდება, ნათესებს ანადგურებს და საპირფარეშოებიც წყლით ივსება", - ამბობენ ადგილობრივები.

საინტერესოა ისიც, რომ სასმელი წყლის რეაბილიტაცია, რისთვისაც "სოფლის მხარდჭერის პროგრამის" ფარგლებში გასულ წელს 8100 ლარი გამოიყო, წელსაც პრიორიტეტია. 

იხილეთ ვრცლად

”სპექტრი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა