ვერძი
დღეს რაც არ უნდა გააკეთოთ, ყველაფერი გეპატიებათ. მაგრამ მაინცდამაინც ნუ გათამამდებით.
კურო
დღეს მთავარ როლზე უარი უნდა თქვათ და მხოლოდ დამკვირვებლად იქცეთ. ბევრ საინტერესოს აღმოაჩენთ.
ტყუპი
დღეს ბევრ საიდუმლოს აეხდება ფარდა. შეიძლება ინტრიგებმაც გაგიტაცოთ, მაგრამ ეცადეთ ავანტიურაში არ გაეხვიოთ.
კირჩხიბი
როგორც გადაწყვეტთ, ისეთი დღე გექნებათ. თუ დაღლილი ხართ, დაისვენეთ, თუ არა – იმოქმედეთ.
ლომი
თუ თქვენი მშვიდი ტონი არ ესმით, შეგიძლიათ ხმამაღლა დაუმტკიცოთ თქვენი უპირატესობა.
ქალწული
ნუ ეცდებით საკუთარი თავის ზედმეტად წარმოჩენას. გარშემო მყოფებზე კარგ შთაბეჭდილებას ისედაც მოახდენთ.