რა ღირს სიგარეტი ევროპაში

რა ღირს სიგარეტი ევროპაში

რომელ ევროპულ ქვეყანაში დაგიჯდებათ მოწევა ძვირი და რომელში იაფი? ამის დადგენას გამოცემა Le Figaro-ი შეეცადა.

ფასების გაანალიზების შემდეგ, Le Figaro-ს ჟურნალისტებმა თამბაქოს პროდუქციის მიხედვით, ევროპის ყველაზე "ძვირი" და "იაფი" ქვეყნების რეიტინგი შეადგინეს. შეფასების კრიტერიუმად ერთი სტანდარტული კოლოფის საშუალო ფასი აიღეს. ფასი ევროებშია მოცემული. 

აღსანიშნავია, რომ თამბაქოს გაძვირება საქართველოშიც იგეგმება. როგორც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, ქვეყანაში შესაძლებელია, თამბაქოს ნაწარმის აქციზური ღირებულება გაიზარდოს. თამბაქოზე აქციზის ზრდა თანდათანობით, 4-5 წლის განმავლობაში მოხდება.

ევროპის 10 ქვეყანა, სადაც თამბაქო ყველაზე ძვირი ღირს:

1. ნორვეგია - 10.45

2. ირლანდია - 9.30

3. დიდი ბრიტანეთი - 9.03

4. საფრანგეთი - 6.60

5. შვეიცარია - 6.58

6. დანია - 5.64

7. გერმანია - 5.26

8. ბელგია - 5.26

9. იტალია - 5

10. ფინეთი - 5.

ევროპის 10 ქვეყანა, სადაც თამბაქო ყველაზე იაფია:

1. რუმინეთი - 0.89

2. ბელორუსი - 0.92

3. სერბეთი - 1.17

4. უკრაინა - 1.33

5. ალბანეთი - 1.49

6. რუსეთი - 2.06

7. ლიტვა - 2.06

8. ლატვია - 2.49

9. ბულგარეთი - 2.55

10. უნგრეთი - 2.71

მომზადებულია Le Figaro-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს