"ივანიშვილი ციხის წამების კადრებს 5 თვე ინახავდა და არჩევნების წინ გამოაქვეყნა"

"ივანიშვილი ციხის წამების კადრებს 5 თვე ინახავდა და არჩევნების წინ გამოაქვეყნა"

ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წამების ფაქტების გამოძიების საკითხს ეხმაურება და წერს, რომ გამოძიებამ უფრო ფართო მასშტაბი უნდა შეიძინოს.

1) შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ადამიანების წამება ჩემზე მეტად არ აღელვებს და აღაშფოთებს არც ოლიგარქ ივანიშვილს, არც მის ასისტენტ ღარიბაშვილს, არც კბილაშვილს და არც კბილაშვილის მარჯვენა ხელს ლაშა ნაცვლიშვილს.

2) ეს რომ ასე არ იყოს, ბედუკაძეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან არ გაათავისუფლებდნენ. არც წინა ხელისუფლების დროს დაკავებულ მწამებლებზე გააფორმებდა საპროცესო შეთანხმებას პროკურატურა (ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგაწვდით).

3) ხელისუფლების ლმობიერი დამოკიდებულება წამებაში უშუალო მონაწილეების მიმართ მარწმუნებს, რომ ეს თემა ხელისუფლებას პოლიტიკური მასკარადის მოსაწყობად და პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერების დისკრედიტაციისთვის სურს.

4) ამასთან, წამების თემა თავს იჩენს ხოლმე მაშინ, როდესაც ხელისუფლებას კრიზისი აქვს - მას აკრიტიკებენ პოლიტიკური დევნის გამო ჩვენი პარტნიორები, ისინი კი პასუხად წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი წამების კადრების გამოქვეყნებით იმუქრებიან.

მაქვს კითხვა: როგორ უნდა მოვიქცეთ ისინი, ვისაც არა პოლიტიკური მასკარადის ყურება, არამედ კონკრეტული დანაშაულის ჩამდენების, მწამებლების დასჯა გვინდა? ვინც არ ვენდობით ახალი ხელისუფლების სამართალდამცავ სტრუქტურებს იმიტომ, რომ ეფექტიანად მათ ჯერ ვერცერთი გახმაურებული საქმე ვერ გამოიძიეს (რაფალიანცი, "ჯიჰადის" ვიდეოები)?

მე ვფიქრობ, რომ წამების ფაქტების გამოძიებამ და შეფასებამ უფრო ფართო მასშტაბი უნდა შეიძინოს და გასცდეს ერთი პოლიტიკური ძალის ფარგლებს", - წერს ჩერგოლეიშვილი.

რედაქტორის თქმით, ბიძინა ივანიშვილი პატიმართა წამების კადრებს გამოქვეყნებამდე ხუთი თვის განმავლობაში ინახავდა და საკუთარი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად, არჩევნების წინ გამოაქვეყნა.

"ზუსტად ვიცი, რომ წინა ხელისუფლების ბევრ მაღალჩინოსანს, წამების ფაქტებზე არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა და ბევრად შოკირებული იყვნენ იმით, რაც ნახეს, ვიდრე ივანიშვილი, რომელიც ციხის წამების კადრებს 5 თვე ინახავდა და არჩევნების წინ გამოაქვეყნა, პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად.

მე ისიც ვიცი, რომ წინა ხელისუფლებამ 16 პირი დააკავა წამების ბრალდებით. აქედან რამდენიმე მათგანს ახალმა ხელისუფლებამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა.

მე ისიც ვიცი, რომ ადამიანების წამება ჩვენებების მისაღებად წინა ხელისუფლებას არ მოუგონია, არც იმის წინას - ადამიანების წამება მიღებული პრაქტიკა იყო, როგორც საბჭოთა ისე მის შემდგომ დროს - შეგიძლიათ იხილოთ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშები იმ პერიოდიდან, როდესაც მაღალჩინოსნები ამჟამინდელი მაღალჩინოსანი ლაშა ნაცვლიშვილი და ხვედელიძე იყვნენ (ფარესაშვილის საქმის გამო, ვინც დააკავეს და 5000-ად გაუშვეს). ისიც ვიცი, რომ წინა ხელისუფლების დროს წამების ფაქტებმა მკვეთრად იკლო - ამას მოწმობს ყველა ობიექტური დამკვირვებლის ანგარიში. შესაბამისად, ვერ ვიტყვი, რომ პოლიტიკური ნება წამების აღმოსაფხვრელად არ არსებობდა.

ამავდროულად, ისიც ცხადია, რომ ასეთი საშინელებები ხდებოდა, ჰოდა მე მაინტერესებს ვინ არის ამაში დამნაშავე - კონკრეტული დამნაშავე. მე არ მინდა ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა.

იმისთვის რომ დადგინდეს ვინ რა იცოდა, ვის რა უნდა ცოდნოდა და არ იცოდა, ვინ იქცეოდა დაუდევრად, ვინ მონაწილეობდა წამებაში, ვინ აძლევდა უშუალო მითითებებს, ნორმალური გამოძიება უნდა ჩატარდეს. ვფიქრობ, ამ ხელისუფლების პირობებში ნორმალური გამოძიება ვერ ჩატარდება, თუ მხოლოდ ღარიბაშვილი და ნაცვლიშვილი მიიღებენ მონაწილეობას.

ლაშა ნაცვლიშვილის და ხვედელიძის დანიშვნის შემდეგ პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მეორე პირებად - ნამდვილად არ მაქვს იმის ილუზია, რომ ქართულ ოცნებას ადამიანების წამება იმაზე მეტად აღაშფოთებს, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობას.

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური პასუხისმგებლობა უკვე დადგა - არჩევნები წააგეს. აი, სამართლებრივი პასუხისმგებლობა რომ დადგეს, ამისთვის ვთვლი, რომ საჭიროა, უფრო ფართო კომისიის შექმნა, სადაც ორივე მხარის წარმომადგენლები, საზოგადოების წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები შევლენ. არანაირი სურვილი არ მაქვს წამების ფაქტები პოლიტიკური მასკარადის ნაწილად იქცეს, რის საშიშროებასაც აშკარად ვხედავ", - წერს ჩერგოლეიშვილი.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4

ივანიშვილი ციხის წამების კადრებს 5 თვე ინახავდა და არჩევნების წინ გამოაქვეყნა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს