დვირის რწმუნებული არაკომპეტენტური პასუხის გამო გაათავისუფლეს

დვირის რწმუნებული არაკომპეტენტური პასუხის გამო გაათავისუფლეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული გურამ მაისურაძე თანამდებობიდან "სამხრეთის კარიბჭესთვის" მიცემული კომენტარის გამო გაათავისუფლეს. ბორჯომის გამგებლის დიმიტრი ბერიძის განმარტებით, რწმუნებული იმიტომ დაითხოვეს, რომ მან  სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებით ჟურნალისტს არაკომპეტენტური პასუხი გასცა.

შეგახსენებთ, რომ გაზეთ "სამხრეთის კარიბჭეში" გამოქვეყნებულ სტატიაში დვირის ყოფილი რწმუნებული ამბობს, რომ მის ტერიტორიულ ორგანოში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში კრება არ ჩატარებულა. ბორჯომის გამგეობაში კი განმარტავენ, რომ ყველა სოფელში კრება ჩატარებულია და ამის დამამტკიცებელი ოქმებიც არსებობს.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა