კახა კალაძე - როგორ შეიძლება ასე დაეცეს ადამიანი, რომ ყველაფერი იკადრო ძალაუფლების შესანარჩუნებლად

კახა კალაძე - როგორ შეიძლება ასე დაეცეს ადამიანი, რომ ყველაფერი იკადრო ძალაუფლების შესანარჩუნებლად

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე სამეგრელოში, სამალავებში აღმოჩენილ ვიდეოფირებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, რომლის შვილები ამ ქვეყანაში იზრდებიან, არ შემეძლო არ დამეწერა - შეძრწუნებული ვარ!

არ მიიღოთ ეს პოლიტიკურ განცხადებად. არ ვამბობ ამას, როგორც მთავრობის წევრი. ჩემთვის წარმოუდგენელია, ვინმე არ გაოგნდეს ყველაფერი იმით, რაც მჟღავნდება. ჩემთვის დაუჯერებელი იყო ბოლო წუთამდე, როგორ შეიძლება ასე დაეცეს ადამიანი, რომ ყველაფერი იკადრო ძალაუფლების, გავლენის შესანარჩუნებლად. არ ვიცი, ვინ არის დამნაშავე, ვინ დაისჯება, ან როდის. მთავარი ისაა, რომ მსგავსი სიმახინჯე ჩვენი ქვეყნის წიაღში აღარ უნდა აღმოცენდეს!", - წერს კალაძე.

შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელოში მდებარე სამალავებში აღმოჩენილი ვიდეოფირები გუშინ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში სამალავებში ფეთქებად ნივთიერებებთან ერთად წამებისა და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ამსახველი ვიდეოფირები, ნარკოტიკები და წინა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი პირების მონაცემების შემცველი არქივი აღმოაჩინა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს