კახი კალაძის მოწინააღმდეგე ქალები სამსახურში აღადგინეს

კახი კალაძის მოწინააღმდეგე ქალები სამსახურში აღადგინეს

კახა კალაძის მოწინააღმდეგე და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი ქალები სამსახურში აღადგინეს. გორის მუნიციპალიტეტის სოფლების - ვარიანისა და შინდისის ტერიტორიული ორგანოს მთავარი სპეციალისტების, ირმა პაპუნაშვილისა და იზოლდა კოკაურის სარჩელი გორის სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით რაზმაძეს გამგებლის მიერ დანიშნული მთავარი სპეციალისტების გათავისუფლების უფლება არ ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ ირმა პაპუნაშვილისა და იზოლდა კოკაურის გათავისუფლების მიზეზად, წინასაარჩევნო პერიოდში კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, კახი კალაძის შეხვედრის ჩაშლა სახელდება. გორის გამგეობის ადმინისტრაციულმა სამსახურმა პაპუნაშვილის და კოკაურის გათავისუფლებას საფუძვლად qartli.ge -ს მიერ გადაღებული ვიდეო მასალა დაურთო.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა