რას ფიქრობენ კაცები ქერა, შავგვრემან და წითურ ქალებზე

რას ფიქრობენ კაცები ქერა, შავგვრემან და წითურ ქალებზე

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ მიუხედავად განსხვავებული გემოვნებისა, ქალის თმის ფერთან დაკავშირებით კაცების დიდი ნაწილი ერთნაირად რეაგირებს.

მაგალითად, კაცების დიდი ნაწილი ამბობს, რომ შავგვრემანი ქალი ყველაზე სექსუალური და მიმზიდველია. ქერა თმა (მნიშვნელობა არ აქვს შეღებილია, თუ ბუნებრივი) მათთვის მხიარულებასთან და ფლირტთან, ხოლო წითური ქალი ტემპერამენტთან და ვნებასთან ასოცირდება.

შეკითხვა - ქერა თუ შავგვრემანი, აქტუალობას არ კარგავს. ფსიქოლოგებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს. ბარში კაცებს ქერა გოგონები გააცნეს. მამაკაცებმა განაცხადეს, რომ ქერა გოგონებს უფრო ადვილად მოხიბლავდნენ. მოგვიანებით იგივე გოგონებს შავი ფერის პარიკებიც გაუკეთეს  - კაცებმა თქვეს, რომ ეს ქალები "ჭკვიანები და ცოტა ამპარტავნები არიან".

აღმოჩნდა, რომ სტერეოტიპი, თითქოს კაცებს ქერა ქალები ურჩევნიათ, ტყუილია. ამ დასკვნამდე ვესტმინსტერის უნივერსიტეტის მეცნიერები და ფსიქოლოგები დაკვირვებისა და გამოკითხვის შემდეგ მივიდნენ. უცნაურია, მაგრამ იმ ქვეყნებშიც კი სადაც მასიურად ქერა და ცისფერთვალება ქალები იბადებიან, მამაკაცებს ის ქალები მოსწონთ, რომელთაც მუქი თმა აქვს.

თუმცა, მსოფლიოში შავთმიანი ქალები უფრო მეტია, ვიდრე ქერა. ოფიციალური სტატისტიკით, უამრავი ქერა ქალიდან მხოლოდ 10%-ია ბუნებრივად ქერა. ხშირად ქერა ქალები თმას იმუქებენ. შეკითხვაზე, რატომ სურთ ბუნებრივად ქერებს შავი თმა, პასუხი ასეთია - "მინდა, სამსახურში სერიოზულად აღმიქვან".

მომზადებულია stylelist.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს