დავით ზურაბიშვილი - მეგისას ბავშვობის დღიური, უბრალოდ შეუძლებელია მოიგონო

დავით ზურაბიშვილი - მეგისას ბავშვობის დღიური, უბრალოდ შეუძლებელია მოიგონო

განათლების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე სამეგრელოში, სამალავებში აღმოჩენილ ვიდეოფირებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

”იმდენად დაუჯერებელია რაც შსს-მ იპოვა სამეგრელოში, რომ უბრალოდ შეუძლებელია სიმართლე არ იყოს. ამას ვერ შეთხზავ, ძალიანაც რომ გინდოდეს.

მეგისას დღიური არის ყველაზე უტყუარი დასტური იმისა, რომ ეს არაა სპექტაკლი. ამას დადგმულ სცენაში ხუტა უფროსის მსგავსი ძველი საბჭოთა მილიციონერიც კი არ გამოაჩენდა, არათუ სპეციალურად დადებდა.

იმაზე უფრო იდიოტური ვერსია, რომ თურმე შსს-მ სპეციალურად ჩააგდო სადღაც კასრში საქაღალდე წარწერით "დასაჭერები" და გვერდით ან საგანგებოდ ამოუდო (რატომ, რისთვის?), ან შემთხვევით გაეპარათ (რანაირად?) მეგისას ბავშვობის დღიური, უბრალოდ შეუძლებელია მოიგონო. ასეთი რამ მხოლოდ რეალობაში თუ მოხდება. არანაკლებ იდიოტობაა იმაზე ფიქრიც კი, რომ ეს გაკეთდა თურმე ჯიჰადის ვიდეოკლიპების ავტორი რომ ვერ იპოვეს ჯერ, იმის გადასაფარად.

გასაგებია, რომ ის ხალხი ვინც ამას სერიოზულად ამტკიცებს, საკუთარი გარყვნილებისდა მიხედვით მსჯელობს, ანუ კოჭოიას, ენვერის თუ "ზილის" შეთქმულების ანალოგიით, მაგრამ ისეთი ისტერიკა ატეხეს ამ ამბავზე, მე მგონი მაინც საკუთარ თავზე კომპრომატების გამოქვეყნების უფრო ეშინია ბევრს.

სახალხო პარტიის წევრი ევროპარლამენტარები კოლექტიურ კანდელაკობაზე კი არა, უკვე ნასარიძეობაზეც გაქაჩავენ, რამე რო იყოს”, - წერს ზურაბიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში სამალავებში ფეთქებად ნივთიერებებთან ერთად წამებისა და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ამსახველი ვიდეოფირები, ნარკოტიკები და წინა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი პირების მონაცემების შემცველი არქივი აღმოაჩინა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს