სალომე ზურაბიშვილი - არამგონია, ეს იყოს გზა დიპლომატიური კორპუსის ნდობის მოპოვების

სალომე ზურაბიშვილი - არამგონია, ეს იყოს გზა დიპლომატიური კორპუსის ნდობის მოპოვების

სამეგრელოში, სამალავებში აღმოჩენილი საბრძოლო მასალისა და სკანდალური ვიდეოფირების თემას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილიც ეხმაურება.

"სამეგრელოში მიწისქვეშა სამალვებში აღმოჩენილი იარაღი წარმოადგენს რეალურ საფრთხეს სახელმწიფოსათვის და უმძიმესი ბრალდებას ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ... იქვე აღმოჩენილი სხვა ვიდეო მასალა, წამების კადრებით საზარელია, მაგრამ სხვა კატეგორიას განეკუთვნება? რატომ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრისას (თუ ინფორმაცია ჩემი სწორია) სწორედ ამ კადრებზე კეთდება მთავარი აქცენტი და არა იარაღის გადამალვის ფაქტებზე ანუ.... გადატრიალების საფრთხეზე? რამე ვერ გავიგე ან გამომრჩა????

სამწუხაროდ, არამგონია, რომ ეს იყოს გზა ნდობის მოპოვების... ერთადერთი გზაა სასამართლოს განაჩენი მტკიცებულებებით გამაგრებული... ეს ვიდეოები და სხვადასხვა ჩანაწერები უცხოელების თვალში ყოველთვის საბჭოთა მეთოდებს უკავშირდება და არაფრის სჯერათ, არც მომზადებლების და არც მომწოდებლების და კიდევ უცხოელებზე კეთდება აქცენტი, როცა მოსახლეობაზე უნდა ვზრუნავდეთ! და პირიქით!

შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელოში მდებარე სამალავებში აღმოჩენილი ვიდეოფირები გუშინ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში სამალავებში ფეთქებად ნივთიერებებთან ერთად წამებისა და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ამსახველი ვიდეოფირები, ნარკოტიკები და წინა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი პირების მონაცემების შემცველი არქივი აღმოაჩინა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს