მთავრობა მეცხოველეობა-მერძევეობის სექტორის გაძლიერებას გეგმავს

მთავრობა მეცხოველეობა-მერძევეობის სექტორის გაძლიერებას გეგმავს

მთავრობა მეცხოველეობა-მერძევეობის სექტორის გაძლიერებას გეგმავს.

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სანთასყველის საწარმო "სანტაში" მერძევეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ღონისძიება გაიმართა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის, შალვა ფიფიას განცხადებით, საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას, რომლის უმნიშვნელოვანესი დარგია მეცხოველეობა-მერძევეობა. საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ინიციატივით, დარგის განვითარების კუთხით, არაერთი პროგრამა განხორციელდა. დღევანდელი ღონისძიებაც საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მერძევეობის განვითარების ხელშეწყობისკენ არის მიმართული," - განაცხადა შალვა ფიფიამ.

მისივე თქმით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, "კარგი შესაძლებლობაა იმ ფერმერთათვის, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს".

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ