ირაკლი კაკაბაძე: "მეძავებს ბოდიშს ვუხდი, რომ კვესიტაძეს და პაიჭაძეს შევადარე"

ირაკლი კაკაბაძე: "მეძავებს ბოდიშს ვუხდი, რომ კვესიტაძეს და პაიჭაძეს შევადარე"

გუშინ პუბლიცისტმა და უფლებადამცველმა ირაკლი კაკაბაძემ ჟურნალისტებს დავით პაიჭაძესა და ეკა კვესიტაძეს "პოლიტიკური მეძავები" უწოდა. კაკაბაძე ამით არ შემოიფარგლა და მოგვიანებით "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე თემა კვლავ განავრცო.

"ერთი განცხადება მინდა გავაკეთო: ბოდიშს ვუხდი ყველა მეძავს, რამეთუ ისინი ბევრად უფრო ღირსეული ადამიანები არიან ვიდრე ფაშისტური რეჟიმის პროპაგანდისტები. დღევანდელმა დღემ გვაჩვენა, რომ საქართველოში არსებობენ ეგრეთწოდებული ჟურნალისტები, ვინც ამართლებს სააკაშვილის ნაცისტური რეჟიმის ჩადენილ დანაშაულებებს. ნამდვილად არ მეგონა რომ ეს ასე იქნებოდა. ეს გარეწრები არ უნდა მუშაობდნენ საზოგადოებრივ არხზე, რომელსაც ქართველი ხალხი აფინანსებს. ვიწყებთ კამპანიას ყველა უსინდისო და გარეწარი ჟურნალისტის გამოძევებაზე საზოგადოებრივი არხიდან. ნაციზმის და კაცობრიობის წინაშე დანაშაულის გამართლება და თანაც აგრესიული ფორმით არის დანაშაული! მეძავებს კი ბოდიშს ვუხდი რომ კვესიტაძეს და პაიჭაძეს შევადარე - ისინი ბევრად სჯობიან მათ. პოლიტიკური მეძავი ბევრად უარესია ვიდრე უბრალოდ მეძავი!" - წერს კაკაბაძე.

გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში ჟურნალისტებისთვის უწყებამ სამეგრელოში აღმოჩენილი კადრების ჩვენება მოაწყო. ჩვენებას ბოლომდე არ დასწრებია საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე. კვესიტაძის განცხადებით, ირაკლი კაკაბაძემ შალვა რამიშვილთან ერთად შს მინისტრთან შეხვედრაზე ცირკი მოაწყო.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს