თამარ ჩერგოლეიშვილი - დახურული ჩვენების ერთადერთი მიზანი ის იყო, რომ ”ნაციონალურ მოძრაობასთან” აფილირებული ჟურნალისტები "შეერცხვინათ"

თამარ ჩერგოლეიშვილი - დახურული ჩვენების ერთადერთი მიზანი ის იყო, რომ ”ნაციონალურ მოძრაობასთან” აფილირებული ჟურნალისტები "შეერცხვინათ"

ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი გუშინ შსს-ში გამართულ შეხვედრასა და მოგვიანებით პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

"ეს წინის წინა ხელისუფლების "ჩანერგილებზე" ლაპარაკობს. კარგი რა.

1. არ მომეწონა როდესაც მომხდარი "შემოპარულებს" დააბრალა. ბიძინა ივანიშვილი იქცევა ხოლმე ესე. ქარდავას და ჩხატარაშვილის ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე მეც მაქვს ინფორმაცია, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ის, რაც ხდებოდა ამ (ან მხოლოდ ამ) ორი ადამიანის ბრალია. სანამ გამოძიება არ დასრულდება თითების გაშვერა არასწორი მგონია. ინფანტილური იყო ეს მისი მხრიდან. სჯობს ეთქვა, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს დამნაშავე, გამოძიება უნდა იყოს ობიექტური - ამიტომ მრავალმხრივი და მანდ გაჩერებულიყო.

2. ვაშაძის და სააკაშვილის რეიტინგებს რაც შეეხება. რეიტინგების მიხედვით რომ ვაფასებდე პოლიტიკოსების განცხადებებს, ივანიშვილზე ხმა ვერ უნდა დავძრა - ყველაზე რეიტინგული ამჟამად ის არის. განცხადებები მისი შინაარსის მიხედვით ფასდება.

ერთი ლოგიკურ/რიტორიკული კითხვა რაც მიჩნდება არის ის, რომ თუ ეს ყველაფერი სისტემური იყო, თუ ყველაფერი ვანომ იცოდა, მიშამ იცოდა და ყველამ იცოდა, არჩევნების წაგებიდან 3 კვირა ხელისუფლებაში იყვნენ. რატომ არ გაანადგურებდნენ?

არ მისმენია ბოკუჩავასთვის, მაგრამ თუ აქცენტს იმაზე აკეთებდა, რომ შევარდნაძის დროინდელი სამართალდამცავი სტრუქტურების მაღალჩინოსნებს, უფლება არ აქვთ დღეს ნაციონალური მოძრაობის სამართალდამცავები ასამართლონ - სწორი point-ია. ის საშინელება რაც ვიხილეთ, არაფერია იმასთან შედარებით, რაც იმ დროს ხდებოდა, როდესაც ახლანდელი მთავარი პროკურორის მოადგილე, 2000-2003 წლებში უშიშროების სამინისტროს მინისტრის მოადგილე იყო.

ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ საშინელი დანაშაულების გამოძიების ობიექტურობის უზრუნველსაყოფად, გამოძიება ერთი პოლიტიკური პარტიის ფარგლებს უნდა გასცდეს. ძალიან დიდია სიძულვილი და პოლიტიკური ანგარიშსწორების სურვილი. ვერც მალავენ - აი ზემოთ ნახე, დგას და ყოფილი უფლებადამცველი (აი ფუნდამენტალისტების უფლებებს ვინც იცავდა - რა ვქნა, ევროპელივით ლეზბიანკა ვერ გავხდებიო) რეჟიმის გასამართლებას ითხოვს, "ქართული ოცნების" თავმჯდომარეა.

ის უცნაური სიტუაცია, როდესაც წამებაზე პოლიტიკურად პასუხისმგებელი ძალა, წამების სამართლებრივი გამოძიებისთვის კომისიის შექმნას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს, მათი პოლიტიკური ოპონენტები კი მწამებლებს ათავისუფლებენ ან დანაშაულს უმსუბუქებენ და გამოძიებასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის ნაცვლად, წამების კადრების დახურულ ჩვენებებს აწყობენ.

როგორც მონათხრობიდან ვხვდები, ამ დახურული ჩვენების ერთადერთი მიზანი ის იყო, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" აფილირებული ჟურნალისტები "შეერცხვინათ" შალვა რამიშვილს, ირმა ინაშვილს, ირაკლი კაკაბაძეს, კორკოტას და სხვა შავრაზმელებს თუ ოპორტუნისტებს.

სხვა მიზანზე საუბარი ზედმეტია - ცხადია, რომ იქ დამსწრეთაგან ვერცერთი ვერც კადრების ავთენტურობას დაადგენდა, ვერც დამნაშავეებს ამოიცნობდა და ვერც დასჯიდა. კორკოტას და კაკაბაძის იქ მიწვევას, დებოშის მოწყობის გარდა რა მიზანი უნდა ჰქონოდა? მიშას სიყვარულით იწვოდნენ და თვალები აუხილეს?

რეალურად კი მიიღეს ის, რომ გააღიზიანეს ყველა, ვინც საღად აზროვნებს, დაინტერესებულია ამ ფაქტების სწრაფი და ეფექტიანი გამოძიებით, დამნაშავეების დასჯით, მსხვერპლთა რეაბილიტირებით და ამ საკითხებთან დაკავშირებული კითხვებით მივიდა", - წერს ჩერგოლეიშვილი.

შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელოში მდებარე სამალავებში აღმოჩენილი ვიდეოფირები გუშინ მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში სამალავებში ფეთქებად ნივთიერებებთან ერთად წამებისა და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ამსახველი ვიდეოფირები, ნარკოტიკები და წინა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი პირების მონაცემების შემცველი არქივი აღმოაჩინა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს