მერეთის ყოფილი რწმუნებულის სახლი პოლიციამ გაჩხრიკა

მერეთის ყოფილი რწმუნებულის სახლი პოლიციამ გაჩხრიკა

გორის მუნიციპალიტეტის მერეთის ტერიტორიული ორგანოს ყოფილი რწმუნებულის, ვასიკო თევდორაშვილის საცხოვრებელ სახლში, გორის შს სამმართველოს ტყვიავის განყოფილების თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს და ძველი თოფი ამოიღეს. ამჟამად იარაღს ექსპერტიზა უტარდება. მისი ვარგისიანობის დადასტურების შემთხვევაში, გამოძიება ფაქტს იარაღის უკანონო შენახვის კვალიფიკაციას მისცემს.

ვასიკო თევდორაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტია, რომელიც თანამდებობიდან 2013 წლის დასაწყისში გაათავისუფლეს. "პოლიცია ნამდვილად იყო ჩემს სახლში, მაგრამ ვერაფერს ვერ გეტყვით", - ამბობს ვასიკო თევდორაშვილი.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა