"აფეთქების საფრთხეს ვეთამაშებით!"

"აფეთქების საფრთხეს ვეთამაშებით!"

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გუშინ შს სამინისტროში მედიისა და არასამთავრობო სექტორისთვის წამების ამსახველი კადრების ჩვენებასა და ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება.

"ჩემის აზრით, გამოძიება და გასამართლება უნდა წინ უსწრებდეს აჟიოტაჟს, სეირს და ლაპარაკს... როცა იცი, რომ დამნაშავეს განაჩენი გამოტანილი აქვს და დაისჯება თავისი საზარელი საქციელისათვის, სხვანაირად შეიძლება აღიქვა მომხდარი... როცა ეს არაა, მაშინ პირდაპირ აფეთქების საფრთხეს ვეთამაშებით! ერის წინამძღოლობა იმას ნიშნავს, რომ შენ ხალხს აარიდო ეს განსაცდელი, დაუცველად ფრონტზე ის არ გაუშვა, და მოვლენებთან გასამკლავებლად რამე საშუალებაც (ახსნით და განმარტებით) მისცე. თორემ ასე "აი ფაქტები და დანარჩენი თქვენ გაარკვიეთ!" ძალიან მძიმედ შეიძლება აისახოს საზოგადოებაზე.... და კიდევ, იმავე საღამოს, როცა ეს ფაქტები ვრცელდება, სააკაშვილს არ უნდა მიეცეს საშუალება რომ კიდევ შეურაცხყოფა მიაყენოს გამწარებულ ხალხს თავისი უტიფარი ტყუილებითა და ვითომც მონანიებით! სამაგიეროდ პრემიერის განცხადება, რომელიც გზის ჩვენებით ხალხს დამშვიდებისკენ მოუწოდებდა, ურიგო არ იქნებოდა!

მე ისიც მეგონა, ჩემს გარდა სხვა საპრეზიდენტო კანდიდატები ამ მძიმე ვითარების შესახებ თავიანთ აზრს გამოთქვამდენ.... და სხვის ნათქვამს არ დაელოდებოდნენ!

მე ისე ვიცი, რომ პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა "იცოდეს" და აკონტროლებდეს, რა ხდება ქვეყანაში, რა ხდება ხელისუფლებაში! ვის ნიშნავს და ვის უცხადებს ნდობას, ეს მისი უფლებაცაა და ამდენად მისი პასუხისმგებლობა, რომელსაც ვერ გაექცევა, რაც არ უნდა ამნეზია ემართებოდეს და რაც არ უნდა გარბოდეს კიდევ ეპპს შეკრებაზე! ეს პასუხისმგებლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, როცა ეხება იმ უწყებებს (კუდ-ი და სხვა), სადაც ცხადია, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ყველაზე დიდი საფრთხე არსებობს ადამიანის უფლებების შელახვის ძველი მეთოდების გაგრძელებისა. მე, როგორც მესმის, სააკაშვილმა გუშინდელი თავისი განცხადებით პასუხისმგებლობაზე უარი განაცხადა, რაც უდრის თავის ფუნქციაზე უარის თქმას. აღიარა ვერ, არ თუ ვეღარ მართავს ქვეყანას და არც აკონტროლებდა ოდესმე.... ამდენს მოგზაურობდეს მსოფლიოში და იმას ვერ ხვდებოდეს ადამიანი, რომ დაუსჯელობა არსად აღარ მოდის და რომ ამნეზია შემსუბუქებელ გარემოდ არ ითვლება!!!!", - წერს ზურაბიშვილი.

შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელოში მდებარე სამალავებში აღმოჩენილი ვიდეოფირები გუშინ მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო.

მოგვიანებით ვენიდან პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პატიმართა წამებისა და გაუპატიურების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა.

იხილეთ ასევე: მიხეილ სააკაშვილი - "ძალიან ვწუხვარ, თუ ასეთი სადისტები შეიპარნენ ჩემი მთავრობის დროს"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს