გორში ბელადის ძეგლის დაბრუნებას ითხოვენ

გორში ბელადის ძეგლის დაბრუნებას ითხოვენ

გორის მუნიციპალიტეტის შენობის წინ, საზოგადოება "დიდება სტალინს" წევრებმა აქცია გამართეს. სტალინის მხარდამჭერები მუზეუმის ტერიტორიაზე ძეგლის დროულ აღდგენას ითხოვენ. "ჩვენ არც საომრად ვართ მოსული და არც ჩხუბისთვის, მშვიდობიანი აქციით მოვითხოვთ დაუბრუნონ ძეგლი ქალაქს. ეს ისეთი დიდი პიროვნება იყო, თან საქართველოში დაბადებული, თან გორელი, რომ ღირსია ქალაქში მისი ძეგლი არსებობდეს. ჯერჯერობით მშვიდობიან აქციას ვმართავთ, შემდეგ შეიძლება სხვა გზებს მივმართოთ",- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

შეგახსენებთ, რომ სტალინის ძეგლი ქალაქის ცენტრალური მოედნიდან 2010 წლის ივნისში აიღეს.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა