ქუთაისის 2013 წლის ბიუჯეტის კატასტროფული რისკები

ქუთაისის 2013 წლის ბიუჯეტის კატასტროფული რისკები

ქუთაისის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის მიერ გაკეთებული დასკვნა, რომელიც ქალაქის მერიის სამსახურების საბიუჯეტო თანხების განკარგვას ასახავს, საგანგაშო სურათს იძლევა. დასკვნის თანახმად, არაფინანსური აქტივებიდან შემოსული თანხა ბიუჯეტით გათვლილი თანხის მხოლოდ 9,5 პროცენტია, რაც ბიუჯეტის შესრულების კუთხით, საგანგაშოა და იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ ქალაქში პრივატიზაციის პროცესი, ფაქტობრივად, გაჩერებულია.

"საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ბიუჯეტის ასეთი გაწერა მიზანმიმართულად ხდებოდა, რათა მომხდარიყო ბიუჯეტის სეკვესტრი. შევარდნაძის პერიოდის მერე, ბიუჯეტის სეკვესტრი არ მომხდარა, ეს არის სერიოზული ლაფსუსი იმ ხელისუფლების, რომლის მმართველობის პერიოდშიც ხდება ასეთი რამ. მინდა ოცნებები გავუცრუო იმ ადამიანებს, ვინც ამას ელოდებოდა, ჩვენ გვაქვს სამუშაო გეგმა და ამ ბიუჯეტს ბოლომდე მივიყვანთ", - ამბობს კომისიის თავმჯდომარე, გიორგი გოგელაშვილი.

ქუთაისის ბიუჯეტს კატასტროფული უწოდა ქალაქის მერმა, დიმიტრი კოპალიანმაც. მისივე განცხადებით, სწორედ არასწორად გაწერილმა ბიუჯეტმა გამოიწვია მერიაში რეორგანიზაციის საჭიროება.

იხილეთ ვრცლად

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

გოგიტა გოგელაშვილი: "საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ბიუჯეტის ასეთი გაწერა  მიზანმიმართულად ხდებოდა, რათა მომხდარიყო ბიუჯეტის სეკვესტრი. შევარდნაძის პერიოდის მერე, ბიუჯეტის სეკვესტრი არ მომხდარა, ეს არის სერიოზული ლაფსუსი იმ ხელისუფლების, რომლის მმართველობის პერიოდშიც ხდება ასეთი რამ. მინდა ოცნებები გავუცრუო იმ ადამიანებს, ვინც ამას ელოდებოდა, ჩვენ გვაქვს სამუშაო გეგმა, და ამ ბიუჯეტს ბოლომდე მივიყვანთ." - See more at: http://psnews.ge/php/newsshow.php?lang=geo&t=1&uid=4352#sthash.Xgt3vgL8.dpuf

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა