ქუთაისის თვითმმართველობამ საკუთარი ქონება უვადოდ გასცა

ქუთაისის თვითმმართველობამ საკუთარი ქონება უვადოდ გასცა

ქუთაისის თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, ქალაქში არსებულ ყველა საბავშვო ბაგა-ბაღს, "მადლიერების სახლსა" და ბოტანიკურ ბაღს ქონება უსასყიდლო უზუფრუქტის სახით, უვადოდ გადაეცათ. ქუთაისის მერიის ქონების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსის, ვალერი თევდორაძის განმარტებით, აღნიშნული უწყებებისთვის ამ ფორმით ქონების გადაცემით, მანამდე არსებული ფორმალურად მოუწესრიგებელი მხარე, იურიდიულ ჩარჩოებში მოექცა და მოწესრიგებული სახე მიიღო.

ქონება უვადო უზუფრუქტის სახით, სამივე დაწესებულებამ ააიპ-ის სახით ჩამოყალიბების შემდეგ მიიღო. ქუთაისის ბოტანიკურ ბაღი, ილიას უნივერსიტეტის საკუთრებას წარმოადგენდა. 2012 წელს კი ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში გადავიდა და დამოუკიდებელი ააიპ "ქუთისის ბოტანიკური ბაღის" სახით ჩამოყალიბდა. რაც შეეხება საბავშო ბაღების გაერთაინებას, ის 2012 წელს შეიქმნა, თუმცა ააიპ "ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებას" ქონება ერთი წლის დაგვიანებით გადაეცა. 2011 წლის ოქტომბერში შეიცვალა სამართლებრივი ფორმა შპს "მადლიერების სახლმაც", 1440,47 კვ.მ შენობა-ნაგებობა კი, მიმდინარე წლის 9 იანვარს გადაეცა.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა