ქალი, რომელიც ცოლობაზე 40 წელი უარს ამბობდა, 72 წლის ასაკში გათხოვდა

ქალი, რომელიც ცოლობაზე 40 წელი უარს ამბობდა, 72 წლის ასაკში გათხოვდა

ეს უჩვეულო ამბავი ბრიტანეთში მოხდა - მამაკაცი საყვარელ ქალს ხელს 40 წლის განმავლობაში სთხოვდა.

წყვილი ამ დროის განმავლობაში ერთად ცხოვრობდა და მათ უკვე 8 შვილიც ჰყავთ, თუმცა ოფიციალურად დაქორწინებაზე ქალი კატეგორიულ უარს აცხადებდა. 72 წლის ანა ტარნერმა და 75 წლის კრის გრინმა ერთად ყოფნის მეორმოცე წლისთავზე იქორწინეს.

კრის გრინის თქმით, ანასთან ხელის სათხოვნელად ყოველ წელს ვარდების თაიგულითა და ბეჭდით მიდიოდა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში აღიარა, საქორწინო ბეჭედი მუდმივად ჯიბეში ჰქონდა და სანატრელ პასუხს ელოდა.

წყვილი პირველად 1973 წელს სტაფორდშირის საგრაფოს ერთ-ერთ კლუბში შეხვდა ერთმანეთს. იმ დროისთვის ანა პირველ მეუღლესთან რამდენიმე თვის დაშორებული იყო, კრისს კი პირველი ცოლი კიბოთი ჰყავდა გარდაცვლილი. ანას თქმით, პირველმა ქმარმა სხვა ქალთან უღალატა - სწორედ იმის შიშით, რომ მეორე ქორწინებაც უიღბლო შეიძლებოდა აღმოჩენილიყო, ის მეორედ ოფიციალურად გათხოვებაზე უარს ამბობდა.

"ახლანდელი ბიჭები ძალიან უცნაურები არიან - პირველივე უარსა და დაბრკოლებაზე გარბიან. 40 წელი მივდიოდი მასთან და ხელს ვთხოვდი იმიტომ, რომ ვიცოდი, ანა ის ერთადერთია... დიახ, ანასთვის ლოდინი ნამდვილად ღირდა", - ამბობს კრისი.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს