ჟენევაში ციხე გაძარცვეს

ჟენევაში ციხე გაძარცვეს

ორმა შეიარაღებულმა ნიღბიანმა ჟენევის ციხე გაძარცვა. შავებში გამოწყობილი მძარცველები მონფლერის ციხეში სამუშაო საათებში შეიჭრნენ, ფული გაიტაცეს და მიიმალნენ. შვეიცარიის პოლიციის მტკიცებით, მძარცველებმა მოტოციკლით მეზობელი საფრანგეთის საზღვარი გადაკვეთეს.

საფრანგეთის პოლიციამ მათზე დევნა გამოაცხადა, თუმცა დამნაშავეებმა მიმალვა მოახერხეს.

ციხიდან გატაცებული თანხის ოდენობა არ გახმაურებულა. სააგენტო ფრანს-პრესის ინფორმაციით, თავდასხმისას არავინ დაშავებულა, თუმცა პენიტენციალური სისტემის თანამშრომლები ამ დრომდე შოკურ მდგომარეობაში არიან.

მომზადებულია Agence France-Presse-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს