თევზის პროდუქტები გაძვირდა

თევზის პროდუქტები გაძვირდა

თევზის პროდუქტები გაძვირდა. ამის შესახებ თევზპროდუქტების იმპორტიორები აცხადებენ. მათი განმარტებით, ბოლო თვეებია საერთაშორისო ბაზარზე თევზის დეფიციტი იყო, რასაც ფასების ზრდა მოჰყვა. ამ დროისთვის ქართულ ბაზარზე იმპორტირებული თევზი გაძვირებულია, ფასები კილოგრამზე 2- 5 ლარამდე გაიზარდა. შედარებით დაბალ ფასებს ინარჩუნებს ადგილობრივი თევზეული, რომლის წილიც ბაზარზე მცირეა. კომპანია "აკავარიუმში" უკვე რეალიზაციის კლებაზეც საუბრობენ. მენჯმენტის განცხადებით, ბოლო პერიოდში მომხმარებელის აქტივობა შემცირებულია, მოთხოვნა კი შედარებით დაბალფასიან თევზეულზეა.

შეგახსენებთ, იმის გამო, რომ ჩინეთის მხრიდან თევზზე დიდი მოთხოვნაა და იმავდროულად თევზჭერის შემცირების ტენდენციაა, მსოფლიოში თევზის ფასი იზრდება.

გაეროს ანგარიშის მიხედვით, თევზის  ფასის ინდექსმა უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია, რომელიც თავის მხრივ 2011 წელს იყო დაფიქსირებული. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში თევზის ინდექსმა 156 პუნქტით მოიმატა. 2013 წლის იანვრიდან-მაისის ჩათვლით, თევზის ფასმა 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,7 %-ით მოიმატა.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ