გოგონა, რომლის სახელი გასცდა საქართველოს ფარგლებს, ბინის ქირას ვერ იხდის

გოგონა, რომლის სახელი გასცდა საქართველოს ფარგლებს, ბინის ქირას ვერ იხდის

აბაშაში მცხოვრები მარიამ ჭანტურია კიკბოქსინგსა და სანდაში ვარჯიშობს. მან ვარჯიში 2008 წლიდან, მამუკა ალანიას ხელმძღვანელობით დაიწყო. მწვრთნელი ხედავდა გოგონას დიდ მომავალს და ურჩია, ვარჯიში თბილისში გაეგრძელებინა. თბილისში გადასვლის შემდეგ 4 წლის განმავლობაში მრავალ ჩემპიონატში თუ ტურნირში მიიღო მონაწილეობა, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულია. მარიამმა სპორტულ სამყაროში, ასაკის მიუხედავად, თავისი ადგილი დაიმკვიდრა და მისი სახელი უკვე გასცდა საქართველოს ფარგლებს.

მომავალ წელს, საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრი მარიამი მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. მორიგი წარმატების მოსაპოვებლად განსაკუთრებული ვარჯიში სჭირდება. მაგრამ მშობლებმა მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, გოგონა თბილისიდან ისევ აბაშაში დააბრუნეს. პატარა სპორტსმენის მამის თქმით, ბინის ქირის გადახდა უჭირთ და იძულებულები გახდნენ, გოგონა დედაქალაქიდან წამოეყვანათ.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა