სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ პრეტენზიები არ წყდება

სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ პრეტენზიები არ წყდება

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ჩოხატაურში სოციალურ დახმარებას 1 410 ოჯახი იღებს. აქედან 38 ოჯახი სოფელ ზემოხეთშია რეგისტრირებული. სოფელში, სადაც 50 -მდე კომლი ცხოვრობს, დახმარებას თითქმის ყველა ოჯახი საჭიროებს, თუმცა დღემდე უცნობი კრიტერიუმების გამო, შესაბამისი ქულები ბევრს არ ენიჭება.

დახმარების გარეშე დარჩენილებს შორის არის მარტოხელა, ავარიულ სახლში მცხოვრები 75 წლის მერი თავაძე. მოხუცის ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, რომელიც წამლებზეც არ ჰყოფნის. "სახლი გაქვს შენ და არ გეკუთვნის დახმარებაო. ეს არის სახლი?! ორი მიცვალებული ერთ კვირაში გავასვენე და ვალები დამედო. ერთი ტელევიზორი მაქვს, მეზობლებში ვერ დავდივარ. ტუბერკულიოზი მქონდა, ძლივს გადამარჩინა ექიმმა. ორი გოგო მყავს, ორივეს ახალგაზრდა ქმრები დაეღუპათ - იმათ ჩემი პატრონობა სად შეუძლიათ?! არ ვიცი, რა დაინახეს ამ სახლში, რომ მაღალი ქულები მომცეს. შეშის დამჭრელიც კი არ მყავს", - ამბობს მარტოხელა მოხუცი.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა