2013 წლის ყველაზე მახინჯი ძაღლი

2013 წლის ყველაზე მახინჯი ძაღლი

კალიფორნიაში ყოველწლიური კონკურსი "მსოფლიოში ყველაზე მახინჯი ძაღლი" გაიმართა.

წლევანდელი კონკურსის გამარჯვებული 4 წლის ბოქსიორის ჯიშის ძაღლი, სახელად ვოლია. მან შეჯიბრში მონაწილე 30 კონკურენტ ძაღლს აჯობა. თუმცა, ჟიურის წევრების მიმართ საზოგადოების დიდი ნაწილი კრიტიკულად განეწყო - მათი თქმით, ვოლის გარეგნობაში დასაძრახი არაფერია და ის ყველაზე საყვარელი ცხოველის ტიტულსაც კი იმსახურებს.

"როდესაც ვოლის შევხედეთ, ვიფიქრეთ, რომ ყველა ჯიშის ძაღლის სხეულის ნაწილები მასში იყო გაერთიანებული. ეს ტიტულიც ამიტომ მივანიჭეთ", - ამბობს ჟიურის წევრი ბრაიან სობელი.

მომზადებულია theatlanticwire.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს