"ჯეოსტარელი" მარიტა როხვაძე ქუთაისის მერიიდან გაათავისუფლეს

"ჯეოსტარელი" მარიტა როხვაძე ქუთაისის მერიიდან გაათავისუფლეს

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციის სამსახურმა, მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულ თანამშრომელთა სია უკვე გამოაქვეყნა. პირველ ეტაპზე, საერთო ჯამში, 85 თანამშრომელი გაუშვეს.

ადგილობრივი თვითმართველობიდან გათავისუფლებულთა სიაში 11 სამსახურის უფროსი მოხვდა. ყველაზე მეტი - 28 თანამშრომელი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა "დაკარგა". ადმინისტრაციული სამსახურიდან პირველ ეტაპზე 14, ზედამხედველობის სამსახურიდან კი 11 თანამშრომლი დაითხოვეს. კულტურის და განათლების სამსახურიდან, ხელმძღვანელთან ერთად, 8 მოხელე გაუშვეს. მათ შორის "ჯეოსტარელი" მარიტა როხვაძე, რომელმაც ქუთაისის თვითმმართველობაში ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტად მუშაობა სიმღერის კონკურსში გამარჯვების შემდეგ დაიწყო.

იხილეთ ვრცლად

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა