ბელგიაში ქვიშის ქანდაკებების ფესტივალი გაიხსნა

ბელგიაში ქვიშის ქანდაკებების ფესტივალი გაიხსნა

ბელგიაში ქვიშის ქანდაკებების ყოველწლიური ფესტივალი საკურორტო ქალაქ ბლანკბერგში გაიხსნა.

ქვიშის ქანდაკებები 4000 კვადრატული მეტრის ფართობზეა განთავსებული. ფესტივალს უკვე ეწვია უამრავი ტურისტი და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

წლევანდელი თემა ზღაპრებია. ზღაპრის გმირების და ციხესიმაგრეების გარდა, სტუმრებს საშუალება აქვთ ქვიშისაგან შექმნილი კინოს პერსონაჟებიც დაათვალიერონ. მათ შორის არის რობოკოპის და ავატარის ქანდაკებები. წელს ფესტივალის ერთ-ერთმა მონაწილემ აბრაამ ლინკოლნის ქვიშის ორეულიც შექმნა.

ფესტვივალი სექტემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს