კალრ ლაგერფელდი კომპიუტერული თამაშის გმირი გახდა

კალრ ლაგერფელდი კომპიუტერული თამაშის გმირი გახდა

კარლ ლაგერფელდმა სათვალეების ახალი კოლექციის რეკლამისთვის კომპიუტერული თამაში შექმნა, რომლის გმირი თავად არის.

თამაშს Je Veux Les Lunettes De Karl (მე მინდა კარლის სათვალეები) ქვია. მისი მიზანი კარლ ლაგერფელდის ლეგენდარული სათვალეების მოპოვებაა, რომელსაც დიზაინერი მუდმივად ატარებს. თამაშში კარლ ლაგერფელდის პროტოტიპი გამუდმებით ცდილობს მოთამაშეების მოტივირებას.

"გგონია, ასე ადვილია სათვალეების გარეშე ჩემი დანახვა? თუმცა ეს შესაძლებელია", - ამბობს თამაშის რამდენიმე ეპიზოდში კომპიუტერული კარლი.

თამაში სულ 1 თვე იფუნქციონირებს. მის გამარჯვებულს ეძლევა შანსი, მოიგოს ნამდვილი სათვალე ლაგერფელდის სათვალეების ლიმიტირებული სერიიდან.

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს