სადაზღვევო კომპანიების რეიტინგი, რომლებსაც მოზიდული პრემიიდან გადაზღვევის ყველაზე მაღალი წილი აქვთ

სადაზღვევო კომპანიების რეიტინგი, რომლებსაც მოზიდული პრემიიდან გადაზღვევის ყველაზე მაღალი წილი აქვთ

"ილიაუნი ბიზნეს რევიუმ" იმ სადაზღვევო კომპანიების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლებსაც მოზიდული პრემიიდან გადაზღვევის ყველაზე მაღალი წილი აქვს. მონაცემები სებ-ის მიერ გამოქვეყნებული სადაზღვევო კომპანიების ფინანსური ანგარიშების მიხედვით შეადგინეს.

საქართველოში მოქმედი სადაზღვევო კომპანიიდან ყველაზე დაზღვეული კომპანია "უნისონი" აღმოჩნდა, რომელმაც 2012 წლის მონაცემებით, მოზიდული პრემიის 86% გადააზღვია.

რეიტინგში მეორე პოზიციაზეა "სტანდარტ დაზღვევა საქართველო", რომლის მიერ აღებული რისკების 72% გადაზღვეულია.

მესამეზე კი შპს სადაზღვევო კომპანია "ჩარტის ევროპა ს.ა." საქართველოს ფილიალია 51%-ით.

სადაზღვევო ბაზრის ლიდერებს "ჯიპიაი ჰოლდინგს", "ალდაგი ბისიაის" და "იმედი L"-ს მოზიდული პრემიის 10%, 10% და 1,5% აქვთ გადაზღვეული.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ