დიმიტრი კოპალიანი მერიის პრესსამსახურის მუშაობით უკმაყოფილოა

დიმიტრი კოპალიანი მერიის პრესსამსახურის მუშაობით უკმაყოფილოა

ქუთაისის მერი, დიმიტრი კოპალიანი მერიის პრესსამსახურს მუშაობას უწუნებს და მათი საქმიანობის გადახედვას აპირებს. მისი თქმით, ოპტიმიზაციის ფარგლებში, გადაიხედება პრესსამსახურის არა მხოლოდ შემადგენლობა, არამედ მისი ფუნქციებიც.

"გასულ კვირას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სპორტულ ასპარეზობაზე ვიყავი და არც ერთი ჟურნალისტი არ მოვიდა. პრესსამსახურმა ვერ მოახერხა მათი ინფორმირება. გარდა ამისა, პრობლემებია ქუთაისის მერიის ვებ-გვერდთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა არ განახლებულა. თუ არ შეუძლიათ ასეთი მარტივი რამის გაკეთება, მე თავად გავაკეთებ ვებ-გვერდს. აუცილებელია, მეტი ცოდნა თანამედროვე ტექნოლოგიების", - განაცხადა მერმა.

იხილეთ ვრცლად

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა