ია ანთაძე - რატომ დადო საკუთარი სიცოცხლე სასწორზე ბიძინა ივანიშვილმა

ია ანთაძე - რატომ დადო საკუთარი სიცოცხლე სასწორზე ბიძინა ივანიშვილმა

ჟურნალისტი ია ანთაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლის თემას ეხამურება.

"გარდამავალი პერიოდისთვის დამახასიათებელი თავისუფლება ყველამ თავისი სინდისის შესაბამისად გამოიყენა: ბევრმა ამოსასუნთქად, ბევრმა გასააქტიურებლად, ბევრმა ბიუჯეტის ფულის მოსახვეჭად და ზოგმა კიდევ - სხვის ხარჯზე გასამდიდრებლად.

თუ თავისუფლება (ხშირ შემთხვევაში - თავგასულობა) სწრაფად არ მოექცევა ინსტიტუციურ ჩარჩოში (სამართლიანი სასამართლო, ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსი, მრავალპარტიულობა), მივიღებთ ან ქაოსს, ან - ავტორიტარულ მართვას.

სწორედ ამ პროცესით არის განსაზღვრული პრემიერის წასვლის დრო და არა ვინმეს სურვილით. სხვა შემთხვევაში, გაუგებარი დარჩება, რატომ დადო საკუთარი სიცოცხლე სასწორზე ბიძინა ივანიშვილმა", - წერს ანთაძე.

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება იქნება და მთავრობას მისი დახმარება აღარ დასჭირდება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს