მსოფლიოში ყველაზე სახიფათო აეროპორტი

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო აეროპორტი

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო აეროპორტი - Tenzing-Hillary ნეპალში, ქალაქ ლუკლაში მდებარეობს.

საფრენი ბილიკი, რომელიც ძალიან ვიწრო და მოკლეა, უფსკრულით მთავრდება. მიუხედავად სახიფათო საფრენი ბილიკისა, ჰიმალაის მთიანეთში მდებარე ამ აეროპორტში პილოტებს მგზავრების უსაფრთხოდ გადაყვანა არ უჭირთ. აეროპორტში ფრენები ყოველ საათში ხორციელდება.

ჰიმალაის მთებში მიმავალი მთამსვლელები სწორედ ამ აეროპორტით სარგებლობენ. Tenzing-Hillary-ს მხოლოდ საფრენი ბილიკის გამო არ მიანიჭეს ყველაზე სახიფათო აეროპორტის ტიტული - ტერიტორიაზე ხშირად ცუდი ხილვადობაა. ყველაზე მზიან ამინდშიც კი საფრენ ბილიკზე ნისლია ჩამოწოლილი, რომელიც საათობით არ იფანტება.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს