ოზურგეთის საკრებულოს არჩევნებში "ოცნების" კანდიდატი დამარცხდა

ოზურგეთის საკრებულოს არჩევნებში "ოცნების" კანდიდატი დამარცხდა

ოზურგეთის მუნიციპალურ არჩევნებში კოალიციის კანდიდატი დამარცხდა. საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" კანდიდატები იყვნენ წარდგენილი. დეპუტატებმა ახალ თავმჯდომარედ "ნაციონალური მოძრაობის" სოფელ ჭანიეთის მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ სურგულაძე აირჩიეს. დამარცხებულმა დიმიტრი კვერღელიძემ, სურგულაძეს გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ საკრებულოში გამგებლის ჩათვლით "ნაცმოძრაობაა".

არჩევნების შედეგებს დიმიტრი კვერღელიძის მომხრეების პროტესტი მოყვა. "ქართული ოცნების" მხარდამჭერები გამგებლის გადადგომას ითხოვენ და მიიჩნევენ, რომ ავთანდილ სურგულაძის გამარჯვება კოტე შარაშენიძის დამსახურებაა. გამგებლის კოალიციიდან გარიცხვა მოითხოვა დამარცხებულმა კანდიდატმაც. "აუცილებლად უნდა მოხდეს კოალიცია "ქართული ოცნების" ოზურგეთში შეკრება და ადგილობრივებმა უნდა დავაყენოთ კონსტანტინე შარაშენიძის გარიცხვის საკითხი", - განაცხადა კვერღელიძემ.

ოზურგეთის საკრებულოში ვითარების გასარკვევად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მანანა კობახიძე, გია ცაგარეიშვილი და ზვიად კვაჭანტირაძეც იმყოფებოდნენ. "ოცნების" მხარდამჭერები აქციის შეწყვეტას არ აპირებენ, ადმინისტრაციული შენობის შესასვლელში კარვები გაშალეს და მოთხოვნის შეუსრულებლობამდე დაშლას არ აპირებენ.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა