6 წლის ტრანსგენდერმა გოგონების საპირფარეშოში სიარულის უფლება მოიპოვა

6 წლის ტრანსგენდერმა გოგონების საპირფარეშოში სიარულის უფლება მოიპოვა

ახალგაზრდა ამერიკელი ბიჭი კოი მატისი დარწმუნებულია, რომ ის გოგოა და არა ბიჭი. კოის მშობლებმა მოიპოვეს უფლება, რომ მათ 6 წლის ბიჭს, სკოლაში გოგონების საპირფარეშოთი ესარგებლა. პატარას აქამდე ბიჭების ტუალეტში უწევდა სიარული და "უცხო სქესის" ერიდებოდა.

პატარა ტრანსგენდერს, რომელიც წარმოშობით კოლორადო-სპრინგსიდანაა, მცირე ასაკიდან ჰქონდა სქესობრივი იდენტურობის აშლილობა. როგორც მისი მშობლები აცხადებენ, ჯერ კიდევ 5 თვის ასაკში მან საკუთარი დის ვარდისფერი საბანი აიღო და მას შემდეგ არანაირი ინტერესი არ გამოუჩენია ბიჭების სათამაშოებისადმი.

როდესაც დადგინდა, რომ ბავშვს გენდერული იდენტურობის დარღვევა აქვს, მშობლებმა კოის უფლება მისცეს, ისე ეცხოვრა, როგორც გოგონას.

პრობლემებმა თავი მალე იჩინა. სკოლის ადინისტრაციამ კოის უფლება არ მისცა გოგონების ტუალეტით ესარგებლა. თავიდან მასწავლებლები გოგონას სახლში დადიოდნენ, თუმცა შემდეგ მშობლებმა გადაწყვიტეს, ბავშვის, როგორც საზოგადოების სრულფასოვანი წევრის უფლებებისთვის ებრძოლათ.

კოის მშობლებმა გაიმარჯვეს. კოლორადოს შტატის კანონების მიხედვით, ტრანსგენდერთა დირსკრიმინაცია კანონით იკრძალება. შესაბამისად, მათ აქვთ უფლება, ისარგებლონ იმ სქესის საპირფარეშოთი, რომელსაც თავს მიაკუთვნებენ.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს