ხელისუფლებამ ადგილობრივ მეწარმეებს ელექტროენერგიისა და გაზის ტარიფის შემცირებაზე უარი უთხრა

ხელისუფლებამ ადგილობრივ მეწარმეებს ელექტროენერგიისა და გაზის ტარიფის შემცირებაზე უარი უთხრა

ხელისუფლებამ ადგილობრივ მეწარმეებს ელექტროენერგიისა და გაზის ტარიფის შემცირებაზე უარი უთხრა.

ინფორმაციას "კომერსანტი" ავრცელებს. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი ენერგომატარებლებზე ტარიფის შემცირებას გამორიცხავს და აცხადებს, რომ ამ საკითხის დაყენება ნაადრევია.

ელოშვილის თქმით, ტარიფის დაწევის რეზერვი ქვეყანაში არ არსებობს.

ცნობისთვის, ადგილობრივი მეწარმეებისთვის ელექტროენერგიის და გაზის ტარიფის შემცირების საკითხი პურ-პროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ დააყენა, მაგრამ ხელისუფლებისგან უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ, მთავრობას მოუწოდა, წყლის ტარიფის შემცირებაზე მაინც დაიწყოს ფიქრი.

დოლიძის განმარტებით, ამ დროისთვის კომპანიები 100 კუბურ მეტრ წყალში 4.20 ლარს იხდიან, მაშინ როდესაც საქართველოს წყლის დიდი რესურსი გააჩნია.

"ევროპის ქვეყნებში კომპანიებისთვის ენერგომატარებლებისა და წყლის გადასახადი გაცილებით დაბალია, ვიდრე სამომხმარებლო, ჩვენთან კი ყველაფერი პირიქით ხდება", - აცხადებს დოლიძე.

მისივე თქმით, დღეს ენერგომატარებლების და წყლის მაღალი ღირებულება ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გაიაფების საშუალებას არ იძლევა.

დოლიძის განმარტებით, დღეს სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან შემოსული პროდუქცია ქართულზე გაცილებით იაფია, რადგან აღნიშნულ ქვეყნებში პროდუქციის თვითღირებულების შემცირებისთვის ყველაფერი კეთდება, საქართველოში კი, ამ მხრივ არავითარი ნაბიჯები არ იდგმება.

"მარტო ღვინო ხომ არ არის ჩვენი ქვეყანა? მიხარია, რომ ამ კუთხით ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ კვების პროდუქტებზეც ხომ უნდა ვიფიქროთ. არ ვიცი, რა იქნება მეწარმეების მორიგი ნაბიჯი - ტრიბუნა ჩვენ არ გვაქვს, რომ ენერგო მატარებლების შემცირება მოვითხოვოთ; ალბათ ისევ პრემიერთან შეხვედრას დაველოდებით", - აცხადებს დოლიძე.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ