ისრაელი საქართველოსთვის პირველად მიზნობრივ ბაზარს წარმოადგენს

ისრაელი საქართველოსთვის პირველად მიზნობრივ ბაზარს წარმოადგენს

ისრაელი საქართველოსთვის პირველად მიზნობრივ ბაზარს წარმოადგენს, ამიტომ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელის ბაზარზე პოზიციონირებას აგრძელებს,- ამის შესახებ ადმინისტაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველომ ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის და რეკლამირების მიზნით, ისრელში, ქალაქ თელავივში დაგეგმილ ბიზნეს-ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

"ისრაელი საქართველოსთვის პირველად მიზნობრივ ბაზარს წარმოადგენს. 2012 წელს განხორციელებულმა მარკეტინგულმა კამპანიამ ხელი შეუწყო ისრაელიდან საქართველოში შემომავალი ტურისტების რაოდენობის 21%-იან ზრდას. 2011 წელს ისრაელიდან 25 438 ვიზიტორი შემოვიდა, 2012 წელს - 30 755, 2013 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით - 3813 ვიზიტორი. ტურისტული ნაკადის ზრდისა და ცნობადობის შენარჩუნების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მარკეტინგულ კამპანიას ისრაელში მიმდინარე წელსაც განაგრძობს", - აცხადებენ უწყებაში.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ